1. არ ალოკოთ ქალის/კაცის ტუჩები ან ფრანგული კოცნისას ძაღლივით არ უტრიალოთ ენა პირში. ადამიანების ამბორი ჩიტების კოცნას უნდა ჰგავდეს და არა - ცხოველებისას.
2. თუ დილით მოსიყვარულება გიყვართ, საწოლთან კბილის ჯაგრისი და კბილისპასტა გედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორი აღარასდროს განიზრახავს თქვენს კოცნას.

3. ერიდეთ კოცნის პროცესში ჰაერთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. თუ იგრძნობთ, რომ თქვენს პარტნიორს ლოყები
4. ნუ ეცდებით, ენით მის გლანდებს მიუახლოვდეთ, შეიძლება სპაზმმა გულისრევა გამოიწვიოს.
5. გაითვალისწინეთ, რომ ანგინის დროს არავის კოცნა არ შეიძლება. დიდი ალბათობით საყვარელ ადამიანს ინფექციას გადასდებთ.

6. თვალდახუჭული კოცნისას უფრო მძაფრ სიამოვნებას იღებთ. ვიზუალური მხარე კონცენტრაციაში ხელს არ გიშლით.
7. პირველ პაემანზე საკოცნელად არ გადაიწიოთ.
8. შეგიძლიათ კოცნისას რბილად უკბინოთ პარტნიორის ტუჩს. სისხლს ნუ ადენთ.
9. არასდროს ჰკითხოთ ადამიანს: „შეიძლება გაკოცო?" თუ კოცნა გსურთ უბრალოდ გადაიწიეთ და ეამბორეთ.
10. ენით ნუ შეუმოწმებთ კბილების სიმკვრივესა და სიჯანსაღეს. თქვენს პარტნიორს მსგავსი ჟესტი ნამდვილად არ მოეწონება.

11. კოცნის პროცესში ვეშაპივით ნუ გააღებთ პირს. ქალს/კაცს არ უნდა დაეუფლოს შეგრძნება, რომ თითქოს მის გადაყლაპვას ცდილობთ.
ანდრეა ნარიანი