06 იანვარი, 2016
5 წინააღმდეგობა, რომელიც ყველა წყვილმა უნდა გადალახოს
სასიყვარულო ურთიერთობები ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში გვაიძულებს შევიცვალოთ, უკეთესი ადამიანები გავხდეთ. სტატიაში გთავაზობთ 5 წინააღმდეგობას, რომელიც ყველა წყვილმა უნდა გადალახოს:

1. სერიოზული ჩხუბი
ჩხუბი კომპრომისის მიღწევის გზაა. თუ კამათში დომინირებს სიტყვები ''ყოველთვის" და ''არასდროს," ადვილად შერიგდებით. მაგალითად: შენ არასდროს დებ ნივთებს თავის ადგილას ან შენ ყოველთვის წუწუნებ უფულობაზე. თუ ქალი მხოლოდ ყვირის და ვირს გეძახით, გამოდის ჩხუბი არ შედგა. ამ დროს პარტნიორს ჰკითხეთ: ''სწორად გავიგე თუ არა, რომ...?" ''იქნებ უფრო ხშირად...?" და ა.შ.

სჯობს იქამდე
შერიგდეთ,  სანამ გოგონა სააბაზანოში ჩაიკეტება ან დედასთან/დაქალთან გაიქცევა. ამ დროს ყველაფერი რთულდება. ხშირად ახლობლები უნებურად ცეცხლზე ნავთს ასხამენ. სააბაზანოში ჩაკეტვით კი ქალი პრობლემას გაურბის. მას ავიწყდება, რომ ჩხუბის დანიშნულება გამოსავლის პოვნაა და არა ერთმანეთის დასჯა.

ყოველი კამათისას ნუ იფიქრებთ, რომ სიყვარული წავიდა, მაშინაც კი თუ ჭურჭელს ლეწავთ. ეცადეთ, შეურაცხყოფა არ მიაყენოთ, ჩხუბშიც კი პატივისცემა გამოიჩინეთ. აუცილებლად დაუთმეთ ქალს და როდესაც თქვენი პარტნიორი დამშვიდდება, ცივ გონებაზე თავიდან აუხსენით თქვენი პოზიცია. სთხოვეთ, რომ მოგბაძოთ და კომპრომისზე ისიც წამოვიდეს.

2. პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა
რამდენჯერ წამოსულხართ სამსახურიდან იმიტომ, რომ მოულოდნელად შინ ონკანი გაფუჭდა, წყალგაყვანილობა გასკდა ან სხვა პრობლემა წამოიჭრა? ალბათ მთელი გზა ცოლს/შეყვარებულს ლანძღავდით და წუწუნებდით, რომ ქალს უთქვენოდ არაფრის მოგვარება არ შეუძლია. ერთ დღეს აუცილებლად მოგიწევთ პარტნიორის პრობლემის წინაშე მარტო დატოვება. შეიძლება ქალაქგარეთ იყოთ წასული, საავადმყოფოში იწვეთ ან ფორსმაჟორული სიტუაცია შეგექმნათ. ეს ორივემ უნდა გააანალიზოთ.

3. სექსის დეფიციტი
გისურვებთ, რომ თქვენი ვნება არასდროს ჩაქრეს, მაგრამ დიდი ალბათობით რამდენიმე წელიწადში თქვენი სექსუალური ცხოვრება ძველებურად აქტიური აღარ იქნება. როგორც ამბობენ, ''თაფლობის თვე სამარადისოდ არ გრძელდება." ეს ეტაპი ორივე თქვენგანისთვის უცხო და უცნაური იქნება. როცა ქალს ლიბიდო დაუქვეითდება ან სექსისთვის ენერგია არ ექნება, კაცს პორნოების ყურება და მასტურბაცია მოუწევს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად საქართველოში, სექსმუშაკებთან ინტიმური კავშირი ღალატად არ ითვლება და ცოლები თვალს ხუჭავენ ქმრის პატარ-პატარა ბინძურ საიდუმლოებებზე.

4. ფინანსური კრიზისი
ცხოვრება სტრესული სიტუაციებითაა სავსე. ერთ დღეს შეიძლება ორივენი სამსახურიდან დაგითხოვონ. ფრაზა ''ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს" ხშირად ურთიერთობებს ანგრევს. განსაკუთრებით მაშინ როცა მამაკაცს საქეიფოდ წასასვლელი ფული აქვს, მაგრამ ცოლისთვის ახალი ტანსაცმლის საყიდლად საჭირო თანხა მის საფულეში არასდროს მოიძებნება. ფინანსური კრიზისი საკმაოდ რთული გამოცდაა, რომელსაც ბევრი წყვილი ვერ უძლებს. გაჭირვებული და ნერვიულობით გალეული ქალი ლამაზი აღარ არის. ნუ დაიწუწუნებთ, რომ თქვენმა ცოლმა წონაში მოიმატა. თქვენ ხომ მეუღლეს სათანადო პირობებს ვერ უქმნით? არც ფიტნესკლუბში დაგყავთ და არც მასაჟებზე?

5. სიყვარული ნაკლებობა
შეუძლებელია ადამიანი იდეალური იყოს. ვიღაცას ბუნებამ დიდი მკერდი დაამადლა, მაგრამ სამაგიეროდ გრძელი ცხვირი და გაღუნული ფეხები მისცა, სხვისი ფიზიკური ღირსება ლამაზი საჯდომია, მაგრამ მოკლე ხელები აკომპლექსებს. არასდროს გააკრიტიკოთ მეორე ნახევარი ფიზიკური ნაკლისთვის. შეიყვარეთ პარტნიორის მინუსები.

რადა მახარაძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS