06 იანვარი, 2016
ბედნიერების რეცეპტი ცნობილი ექიმისგან - შენი ბედნიერება, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული
ანდრეი კურპატოვს - თამამად შეიძლება ვუწოდოთ ეროვნული ფსიქოთერაპევტი. ის ბევრ ადამიანს დაეხმარა, ცნობილი ტელეწამყვანები გამხდარიყვნენ.

გთავაზობთ ფსიქოთერაპევტის რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ გადაჭრათ ფსიქოლოგიური პრობლემები. შენი ბედნიერება, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

ანდრეი კურპატოვის წესები:

1. პასუხისმგებლობაზე
ნურასდროს დააკისრებ შენს პასუხისმგებლობას სხვას, იმის გამო, რაც შენს ცხოვრებაში ხდება. მესმის, რომ ცდუნება დიდია, მაგრამ შეიბრალე საკუთარი თავი. როგორც კი გააცნობიერებ, რომ წარუმატებლობის მიზეზი თავად ხარ - ძალას მაშინვე იგრძნობ.

2. ილუზიებზე
მოიშორე ილუზია, რომ ადამიანების შეცვლას შეძლებ. შინაგანად ყველას გვაღელვებს ეს ამბავი,
შედეგად მხოლოდ ჩვენ ვზარალდებით.
ადამიანებს მხოლოდ გარემოებები ცვლის, სხვა დანარჩენი ტყუილია. ნება მიეცი გარშემომყოფებს განსხვავებულები იყვნენ და სადღაც შენც იგრძნობ სიამოვნებას.

3. სიყვარულზე
ახლა ადამიანებს ჰგონიათ, რომ უსასრულოდ შეუძლიათ ცხოვრების თანამგზავრის არჩევა, ელოდებიან იდეალურსა და განუმეორებელს. არჩევანის უსასრულობის ილუზია - საშინელი შეცდომა.
თუ ყველაში არა, ყოველ მეორე ადამიანში შეიძლება დაინახო "ის, რასაც ეძებ". "ბედნიერი შეხვედრის" ლოდინი სისულელეა და საბოლოოდ მარტოობამდე თუ მიგიყვანთ.

4. სისუსტეზე
სხვებს ძლიერები ვჭირდებით. ნუ დანებდები, ამოისუნთქე, იმოძრავე და მიხვდები, რომ სანერვიულო არაფერია.

5. ბავშვებზე
ბავშვებს იმისთვის ვაჩენთ, რომ ნამდვილი სიყვარული შევიგრძნოთ, განვიცადოთ ნამდვილი სიყვარული, გავხდეთ ნამდვილი სიყვარული.

6. პრობლემებზე
ისწავლე პრობლემების შემცირება და არა გაზვიადება. შენს ფსიქიკას, რომელიც სინამდვილეში თავად არაფერს ფიქრობს, უმჯობესია ესმოდეს, რომ პრობლემა მცირეა, იმედები კი ძალიან დიდი. და ფიქრს, რომ შენს ცხოვრებას აზრი არ აქვს, უმჯობესია იფიქრო - პრობლემები გადაჭრილია.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS