1. კაცს სურს, დამღლელი დღის შემდეგ დაისვენოს
თუ კაცი ცოლს თითქმის ყოველ ღამე სექსზე უარს ეუბნება, წყვილი უცხოვდება და მათ შორის კედელი აღიმართება. სამწუხაროდ, მამაკაცი ''რუტინაშია" ჩაფლული. დილას იღვიძებს, ნაუცბათევად საუზმობს და სამსახურში გარბის, რომ უფროსის დავალებები შეასრულოს. თქვენი ქმარი
2. კაცი ბავშვებს ჭკუიდან გადაჰყავთ

შეიძლება, თქვენს ქმარს არ შეუძლია სექსისგან სიამოვნება მიიღოს, როცა იცის, რომ გვერდითა ოთახში ბავშვებს სძინავთ. კაცი ფიქრობს: ''პატარებმა რომ გაიღვიძონ და შემოგვაკითხონ?" იმასაც ითვალისწინებს, რომ შესაძლოა, ბავშვებს არ სძინავთ და თავს იკატუნებენ. მამაკაცმა ალბათ დილის სექსზე ოცნებაც დიდი ხანია შეწყვიტა!
3. უნდა, რომ უფრო საინტერესო სექსი გქონდეთ

გაიხსენეთ, ბოლოს როდის გქონდათ სექსი სამზარეულოში ან საერთოდ გქონიათ ოდესმე? სააბაზანოში? კაცს მობეზრდა ერთი და იგივე პოზები. თუ რაიმე ახალს შესთავაზებთ, აუცილებლად დაგთანხმდებათ.
4. დაკომპლექსებულია

ეშინია, რომ ეაკულაცია გაუჭირდება, თქვენ წინაშე შერცხვება და იმედს გაგიცრუებთ. დარდობს, ვაი თუ ორგაზმამდე ვერ მიგიყვანოთ. შეიძლება კამათისას დაუფიქრებლად წამოაძახეთ, რომ მცირე ზომის პენისი აქვს, ან დაქალებთან საუბრისას დაიწუწუნეთ, რომ თქვენი სექსი ერთფეროვანია, მან კი გაიგონა. თუ კაცი დაკომპლექსებულია, სექსზე აუცილებლად უარს გეტყვით.
5. ძალიან ბევრ პორნოს უყურებს

თუ თქვენი ქმარი პორნოს ხშირად უყურებს (თქვენ ალბათ არ იცით, რომ ის ჯერ კიდევ შედის პორნოსაიტებზე) ბუნებრივია, თუ თქვენთან სექსი აღარ სურს. მამაკაცურ მოთხოვნილებას მასტურბაციით იკმაყოფილებს. მასტურბაცია შეუძლია სამსახურში, საპირფარეშოში, სახლში სანამ თქვენ მეგობართან/მეზობელთან ან საყიდლებზე ხართ გასული.
ანდრეა ნარიანი