05 იანვარი, 2016
6 ნივთი, რომელიც არ უნდა აჩუქოთ კაცს შობის დღესასწაულზე
შობის დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ქრისტიანებისთვის. ალბათ ბევრ თქვენგანს საყვარელი ადამიანისთვის საშობაო საჩუქარი უკვე შეძენილი აქვს. მათ ვინც ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, ვთავაზობთ 6 ნივთს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჩუქოთ კაცს:

1. ჰიგიენური საშუალება
მამაკაცმა შეიძლება იფიქროს, რომ მასზე არასწორი წარმოდგენა გაქვთ და ფეთხუმად მიიჩნევთ. როცა ადამიანს ჰიგიენურ საშუალებას ჩუქნით, უნებურად მიანიშნებთ რომ უსიამოვნო სუნი სდის. როცა კაცი სასაჩუქრე ყუთში კბილის ჯაგრისს დაინახავს თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს.

2. თბილი წინდები
კაცს წინდების ყიდვა თქვენი დახმარების გარეშეც
შეუძლია. მართალია ეს საჩუქარი პრაქტიკულია და ზამთარში ნამდვილად გამოადგება, მაგრამ თქვენი შეყვარებული/ქმარი თქვენგან გაცილებით მეტს ელის.

3. საცვლები
გინდ საცვლები გიჩუქებიათ და გინდ თბილი წინდები. კაცს საცვლებით ნამდვილად ვერ გააკვირვებთ და გაახარებთ. საცვლების დანახვისას თქვენს პარტნიორს ბედნიერებისა და გაოცების იმიტაცია მოუწევს, რაც დიდი ალბათობით პათეტიკაში გადაეზრდება. თქვენც გული დაგწყდებათ, ფული ტყუილად გადავყარეო.

4. ფუმფულა ხალათი
ძალიან არასექსუალური საჩუქარია. ფუმფულა ხალათს დედამისი აჩუქებს, შვილი რომ არ გაუცივდეს. მეტიც, ბევრ კაცს ხალათით სიარული სულაც არ უყვარს.

5. ბილეთები მის მხარეში წასასვლელად
რატომ გგონიათ, რომ კაცს ძალიან უნდა სანათესაოს ნახვა? იქნებ დაბადების დღის აღნიშვნას მხოლოდ თქვენთან ერთად აპირებს? შეიძლება, თქვენ კარგად ხართ საკუთარ დედ-მამასთან, მაგრამ კაცს დაძაბული ურთიერთობა აქვს მშობლებთან და არ გიმხელთ.

6. სპეციალური ზეთი წვერისთვის
თუ თქვენი შეყვარებული/ქმარი წვერს ატარებს და გგონიათ, რომ წვერისთვის განკუთვნილი ზეთი მას ძალიან გაახარებს, მწარედ ცდებით. ამ საჩუქარს თქვენს თავს უკეთებთ და არა კაცს. თუ კაცს რბილი წვერი სურს თავად იყიდის დამარბილებელ საშუალებას.

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS