04 იანვარი, 2016
როგორ გავთბეთ სახლში გამათბობელის ჩართვის გარეშე? 7 გზა
ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბევრი ჩვენგანი ენერგიის დაზოგვას ცდილობს. გათბობის ჩართვა ნამდვილად ძვირ სიამოვნებად იქცა. ამიტომ გთავაზობთ გათბობის 7 საშუალებას:

1. თქვენი ფანჯრის ჩარჩოს ყველა ღრიჭო ამოავსეთ
გადააკარით ე.წ. „სკოჩის" რამდენიმე ფენა ღრიჭოებს, რომ სახლში სიცივე აღარ შემოიჭრას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „პლასტელინი" ან სანთელი.

2. დააგეთ ხალიჩა
ხალიჩა ოთახში სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს, ასევე ფეხი არ გაგიცივდებათ.

3. ჩამოაფარეთ სქელი ფარდები
მაშინ როცა მზე ანათებს ფარდები გადასწიეთ და მზის სხივს სახლში შემოსვლის საშუალება მიეცით, მაგრამ როგორც
კი შებინდდება ფარდები ჩამოაფარეთ, ის სიცივისგან დაგიცავთ, გრილი ჰაერისთვის წინაღობა გახდება.

4. ააკარით კარზე პარკები
პარკი ოთახიდან სითბოს არ გაუშვებს და რა თქმა უნდა, არც სიცივეს შემოუშვებს.

5. ჩაიხუტეთ სათბურა
სათბურაში, ე.წ. „გრელკაში," ცხელი წყალი ჩაასხით, ჩაიხუტეთ და თბილი შემოსაცმელი ან ფუმფულა ხალათი მოიხურეთ.

6. დაიფარეთ ორი საბანი
თუ ენერგიის ეკონომია გსურთ, საძინებელში კი ძალიან ცივა, ორი საბანი დაიფარეთ. თუ ცივ ლოგინში შეწოლა არ გსურთ, სათბურა ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ.

7. დაძინებამდე ცხელ წყალში ჩააწყვეთ ფეხები
ოთახში/ქუჩაში დაბალი ტემპერატურისას ადამიანს პირველად კიდურები ეყინება. ფეხები და ხელები ცხელ წყალში ჩააწყვეთ, გაგიუმჯობესდებათ სისხლის მიმოქცევა, რის შემდეგაც თავს უკეთესად იგრძნობთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS