1. სექსი სიამოვნებისთვის
როდის ხდება? მაშინ როცა ორი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი კოლეგა ერთმანეთს ინტიმურ სურვილებს უზიარებს.
რატომ? გართობის ან თავისუფალი დროის გაყვანის მიზნით, დაძაბულობის მოსახსნელად.
სად? ნებისმიერ ადგილას, სადაც უცხო თვალი ვერ დაინახავს მათ. ეს შეიძლება იყოს საპირფარეშო, ჩაკეტილი კაბინეტი, სხვენი, სარდაფი და
პლიუსი: სპონტანური სექსი ძალიან აღაგზნებს ორივე მხარეს, ქალი და მამაკაცი ოგრაზმს მარტივად აღწევს. ის ფაქტი, რომ კოლეგამ შეიძლება შეუსწროთ სექსს პიკანტურობას სძენს.
მინუსი: ასეთი სექსი ყოველთვის ხარისხიანი არ არის, რამაც შეიძლება სექსუალური ექსპერიმენტების ინტერესი დაგიკარგოთ.
2. სექსი კარიერული წინსვლისთვის
სექსი კარიერული წინსვლისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური გზაა. მას მიმართავს ქალების 32% და მამაკაცების 18%.
როდის ხდება? როცა ქალს/კაცს ბეზრდება მინიმალური ანაზღაურების აღება ვირული შრომის ნაცვლად, ან როცა კადრი ნაკლებად კვალიფიკაციური და ნიჭიერია, თუმცა დიდი ამბიცია აქვს.
სად ხდება? უფროსის კაბინეტში, უფროსის მანქანაში, უფროსთან ერთად მივლინებაში, კორპორაციულ საღამოზე საპირფარეშოში.
პლიუსი: სანამ თქვენს უფროსს არ შეცვლიან, ან ის ახალ საყვარელს არ გაიჩენს, მოგემსახურებათ მანქანა, გაგისამმაგდებათ ხელფასი, დაჯილდოვდებით პრემიებით, გაიზრდება თქვენი გავლენის სფერო, მოგექცევიან მოჩვენებითი მოკრძალებითა და პატივისცემით.
მინუსი: მუდმივად იჭორავებენ თქვენზე, დაემშვიდობებით კარგ რეპუტაციას, ახალი უფროსიც დიდი ალბათობით სექსს მოგთხოვთ.
3. სექსი ოჯახის შექმნის მიზნით
ადამიანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ კოლეგები ბედნიერ ოჯახს ქმნიან. უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც მნიშვნელოვანია წყვილს საერთო ინტერესი ჰქონდეს, ესმოდეს რამხელა ენერგიის დახარჯვა უწევს მის პარტნიორს სამსახურში და არ უწესებდეს მკაცრ მოთხოვნებს.
როდის ხდება? როცა ადამიანი დაოჯახების ასაკს გადასცდება და ეშინია შინაბერა ან უცოლო არ დარჩეს, ის პოულობს იმავე პრობლემის წინაშე მდგარ კოლეგას.
სად ხდება? იქ სადაც წყვილს ადვილად გამოიჭერენ. კოლეგები აუცილებლად ალაპარაკდებიან მათზე, ქალსა და მამაკაცს სერიოზული ურთიერთობის წამოწყების საბაბი ეძლევა. „შეძახილმა ხე გაახმოო."
პლიუსი: დიდ დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანთან ერთად, საშუალება გექნებათ ის სხვადასხვა სიტუაციაში გამოსცადოთ, ერთად ივლით მივლენებებში ან კორპორაციულ საღამოებზე, გეყოლებათ საერთო სანაცნობო წრე.
მინუსი: შეიძლება რომანი კრახით დასრულდეს, მალევე მოგბეზრდეთ ერთმანეთი ან ვერ შეეწყოთ. სამსახურში გამუდმებით უხერხულად იგრძნობთ თავს.
რადა მახარაძე