04 იანვარი, 2016
როგორ შევარჩიოთ ნიშნობის ბეჭედი?
ნიშნობა ქალის ცხოვრებაში ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. კაცები ხშირ შემთხვევაში გულდასმით არჩევენ ბეჭდებს მომავალი ცოლებისთვის. ბეჭედი ხომ მარადიული სიყვარულის ნიშანია და მამაკაცის პრესტიჟსაც უსვამს ხაზს. თუ უკვე გამოცდილ მეგობარს ჰკითხავთ, როგორ მოიქცეოდა თქვენს ადგილას, ის გიპასუხებთ: „საყიდლებზე შეყვარებულის დედმამიშვილი ან უახლოესი დაქალი გაიყოლე. უკიდურეს შემთხვევაში დახმარება კონსულტანტს სთხოვე." ჩვენ უკეთეს ვარიანტს გთავაზობთ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ბეჭდის შერჩევისთვის აუცილებელ ეტაპებს.

საიუვილერიო მაღაზიაში წასვლამდე ეშმაკურად მოიპოვეთ შემდეგი ინფორმაცია:

1. რომელ მეტალს ანიჭებს თქვენი მეორე ნახევარი უპი
რატესობას?

2. რა ფერის ბრილიანტი მოსწონს?

3. როგორი ფორმის თვალი ურჩევნია?

მაშინაც კი თუ შეკითხვებზე პასუხებს ვერ მიიღებთ, ჩვენი დახმარებით, პრობლემას ადვილად გადაჭრით. თქვენი ამოცანაა სასურველ ფასში შეარჩიოთ ბეჭდის მეტალი, ბრილიანტის ზომა, ფერი და ხარისხი.

როგორი ბრილიანტის ფორმები არსებობს?
Rating
მრგვალი
- ტრადიციული აზროვნების, დახვეწილი და კლასიკური სტილის ქალები მასზე აკეთებენ არჩევანს.

პრინცესა- თანამედროვე მანდილოსნების რჩეულია. თუ ქალი განსხვავებულად იცვამს, კრეატიულია, იდეინია და თავისებური რაკურსით უყურებს სამყაროს, მაშინ ეს ფორმა მისთვის ზედგამოჭრილია.

მსხალი- რომანტიკოსი ქალების საუკეთესო მეგობარია. ამ ტიპის ადამიანები სენსიტიურები არიან და ადვილად უჩუყდებათ გული. ხელს რომ სთხოვთ აუცილებლად ატირდება.

ოვალური- შეეფერებათ ქალბატონებს, რომლებიც არ აღიარებენ ტრენდებს. შეიძლება ითქვას, ისინი თავად ადგენენ მოდის პარამეტრებს. ოვალური ბრილიანტი სხვა ფორმებთან შედარებით მოკრძალებული და ნაკლებად პრეტენზიულია.

ზურმუხტისებრი- თვალს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლები არიან და ფემინისტური იდეოლოგიით ცხოვრობენ. ზურმუხტისებრი ბრილიანტს იხდენენ არქიტექტურისკენ ან გეომეტრიისკენ მიდრეკილი ქალები. ამ ფორმით რეტრო სტილზე შეყვარებული ქალის გულსაც მოიგებთ!

ბალიშისებრი
- ზედგამოჭრილია ქალისთვის, რომელიც ისტორიით, არქეოლოგიით ან მუზეუმებითაა გატაცებული.
გული – განკუთვნილია პიროვნებისთვის, რომელსაც წლები ვერაფერს აკლებს, ის ზრდასრულობის ასაკშიც კი ბავშვად რჩება და ოცნებებში დაფრინავს.

რა ფერის ბრილიანტი უნდა შეიძინოთ?
არსებობს თეთრი, გამჭვირვალე, შავი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი და ვარდისფერი ბრილიანტები. ბუნებრივ ბრილიანტს გადაჰკრავს მოყვითალო, მოვერცხლისფრო ან მოყავისფრო ფერი. რაც უფრო მეტ ფერს აირეკლავს თვალი, მით უფრო ძვირფსია. ყინულივით თეთრი, ბუნებრივი ბრილიანტი უიშვიათესია და ძალიან ძვირი ღირს. მწვანე ფერის ბრილიანტი თითქმის არ იშოვება. ბოლო წლებში საიუვილერიო ტექნელოგიები დაიხვეწა და ლურჯი თვლის ხელოვნურად შექმნა დაიწყეს. მსოფლიოში მოპოვებული ბრილიანტის მხოლოდ 1%- ია ვარდისფერი.
ფერის არჩევისას, პირველ რიგში, გაითვალისწინეთ რას გთავაზობთ კონსულტანტი და მოცემული ვარიანტებიდან შეარჩიეთ.
თუ თქვენი რჩეული სანდო, წინდახედული, თავდაჯერებული, მშვიდი და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანია, მას ლურჯი ბრილიანტი შეეფერება.

თუ თქვენი შეყვარებულის დამახასიათებელი თვისებებია: მხიარული, ინიციატორი, იმპულსური, დამოუკიდებელი და კომუნიკაბელური, მაშინ ყვითელი თვლის შეძენაზე იფიქრეთ.

ქალს, რომელიც თვითკრიტიკულია, შორსმჭრეტელია, ბრძენია, ეკონომიკურად ხარჯავს ფულს და უყვარს სისუფთავე, შეურჩიეთ თეთრი ფერის ბრილიანტი.

იმისთვის რომ ვარდისფერი თვალი იდეალურად მოერგოს ადამიანს, ქალი მოსიყვარულე, მზრუნველი, რომანტიკული, ორგანიზებული და გულუბრყვილო უნდა იყოს.
ბრილიანტის შერჩევისას გაითვალისწინეთ მომავალი მეუღლის თითები. თუ პუტკუნა აქვს, თვალიც მასიური უნდა იყოს, თუ საშუალო ზომის- მას ნებისმიერი ძვირფასეულობა დაამშვენებს, ხოლო ძალიან თხელმტევნიან ქალს მცირე ზომის, წრიულად მოჭედილი ან მრავალთვალიანი ბეჭედი უყიდეთ, რომ აქცენტი ბრილიანტის რაოდენობაზე გაკეთდეს და არა ზომაზე.

რომელი მეტალია უკეთესი?
ნიშნობის ბეჭდებისთვის განკუთვნილია თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერი ოქრო. ბოლო დროს თეთრ ოქროს უფრო ხშირად იყენებენ, რადგან ის ბრილიანტს ფერს არ უცვლის. ყვითელ ოქროზე თვალმა შეიძლება, ოქროსფერი აირეკლოს.

თუ ფასზე დავიწყებთ საუბარს, უნდა აღვნიშნოთ, რომ თეთრი ოქრო უფრო იაფია, ვიდრე ყვითელი ან ვარდისფერი.
ყვითელი ოქრო უფრო ადვილი მოსავლელია ვიდრე თეთრი, რომელსაც ხშირად წმენდა და განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. 
ყვითელი ან ვარდისფერი ოქროს შეცვლა ადვილია, თეთრის კი- რთული, თუმცა საბოლოო ჯამში არჩევანი მაინც პერსონალური გემოვნების მიხედვით კეთდება.

ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედები:
კიმ კარდაშიანი – 5,2 მლნ აშშ. დოლარი
საქორწინო ბეჭდები-ის სურათის შედეგი
ბიონსე- 3,2 მლნ აშშ. დოლარი
Rating
ჯენიფერ ლოპესი- 2,7 მლნ აშშ. დოლარი
Rating


კეტრინ ზეტა ჯონსი- ნახევარი- მილიონი დოლარი
Rating
ყველაზე პოპულარულია ბეჭდები მრგვალი ან ოვალური თვლით.

თათული ღვინიანიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS