1. ავიწყდებათ მნიშვნელოვანი თარიღები
ქალს გული წყდება, როდესაც თქვენი ქორწილის ან შეყვარებულობის იუბილე გავიწყდებათ. შეიძლება, ეს სერიოზული კამათის მიზეზიც გახდეს. ქალს ჰგონია, რომ ეს თარიღი თქვენთვის უმნიშვნელოა. ასევე შეუძლებელია, არ გაბრაზდეს, როცა მისი დაბადების დღე გონებიდან ამოგიფრინდებათ. შეიძლება, თქვენთვის სულერთია მოგილოცავენ თუ არა დაბადების დღეს, მაგრამ ქალი სიმბოლურ საჩუქარს მაინც
2. ავიწყდებათ კომპლიმენტების თქმა
ქალისთვის მამაკაცის აზრი მნიშვნელოვანია. ამას გარდა ქალებს კომპლიმენტების მოსმენაც უყვართ. კაცი იშვიათად აღნიშნავს, რომ ქალს ახალი ვარცხნილობა აქვს ან კაბა ძალიან უხდება. თუ თქვენი მეორე ნახევარი გამოიპრანჭება აუცილებლად აღნიშნეთ, რომ ლამაზად გამოიყურება. შეიძლება, ნებისმიერ დროს გამოჩნდეს უცხო კაცი, რომელიც მის გულს სწორედ კომპლიმეტებით მოიგებს.
3. არ ასრულებენ პირობას
ხშირად კაცები საყვარელ ქალს პაემანზე წაყვანას, საჩუქარს, დახმარებას ან სტუმრად წაყოლას ჰპირდებიან, მაგრამ საქმე საქმეზე როცა მიდგება, ფული არ აქვთ ან პირობა ავიწყდებათ. ნუ გაუცრუებთ ქალს იმედს. თუ დაჰპირდით, რომ შინ ადრე დაბრუნდებით, ნუ დათანხმდებით ძმაკაცებთან ერთად ქეიფს, მარტო იმიტომ რომ ცოლი მაინც შეგირიგდებათ. ქალის მოთმინებას საზღვარი აქვს.
4. ყურადღებით არ უსმენენ ქალებს
ხშირად მამაკაცები ქალის საუბარს ყურს არ უგდებენ, მისი აზრი სულელურად ეჩვენებათ, ჰგონიათ რომ ქალზე ჭკვიანები არიან და მისგან არაფერი ესწავლებათ. ყველა კაცი, რომელიც ქალს ზემოდან უყურებს, დიდ შეცდომას უშვებს. ქალები იდიოტები არ არიან, ხედავენ საყვარელი კაცის ზედაპირულ დამოკიდებულებას. ჯერ ითმენენ, შემდეგ კი მიდიან...
ანდრეა ნარიანი