1. ღრმა ფესვები
ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ადამიანის წარმოშობის შესახებ მსოფლიო შეხედულება შეცვალა და მეცნიერების თეორიები თავდაყირა ამოაბრუნა. დმანისში უძველესი ადამიანების ზეზვას და მზიას ნაშთებს მიაკვლიეს. მათ „დმანისის პირველ ევროპელებს“ უწოდებენ.

2. კერპთაყვანისმცემლობიდან მართლმადიდებლობამდე
მართალია, ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანება წმ. ნინოს უკავშირდება, მაგრამ უფრო ადრე იესო ქრისტეს მოწაფეებმა, წმ. ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იკისრეს ეს მისია. მათ ღვაწლს უკვალოდ არ ჩაუვლია. ნინო
შემთხვევითობა სულაც არ არის, რომ მცხეთაში ქრისტეს კვართი ინახება.
3. უსაზღვრო ფანტაზია
ქართული მითოლოგია არაფრით ჩამოუვარდება ბერძნულსა და რომაულს. ხალხში ყველაზე გავრცელებული მითოლოგიური პერსონაჟები არიან:
ამირანი, რომელმაც ზეციური ქალწული, ყამარი, მოიტაცა. დანაშაულის გამო ღმერთებმა დასაჯეს და კავკასიონის ქედზე მიაჯაჭვეს. ამირანის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო მისი ერთგული ძაღლი ლოკავს ჯაჭვს და ცდილობს გაცვითოს, ამირანი განთავისუფლებას ვერ ახერხებს, რადგან ყოველი შობის წინა ღამეს ჯაჭვებს უახლებენ. ამირანი ქართულ კულტურაში ზოგჯერ მტერთან მებრძოლ საქართველოსთანაც არის გაიგივებული.
ბაყბაყდევი- ტყის კაცი, რომელიც ადამიანებს ჭამდა, იგი ბოროტების საწყსია, მამაცი და კეთილი პერსონაჟი ყოველთვის ამარცხებს დევს.
ბედისმწერლები- ქართულ მითოლოგიაში არსებობდნენ ქალები, რომლებიც გარდაცვლილთა სამეფოში ცხოვრობდნენ და სულ ,,ბედის წიგნში" იყურებოდნენ. ისინი ხანდახან ნაადრევად იძახებდნენ სულებს საიქიოში.
კუდიანი- კუზიანი, მახინჯი, გრძელცხვირა, გრძნეული ქალი, რომელიც ძველ გამოქვაბულში კატასთან ერთად ცხოვრობს. გადაადგილდება მფრინავი ცოცხით.
ოჩოპინტრე - ზრუნავს ცხოველებზე, იგი ბერძნულ პანს წააგავს, თხის ფეხები და ადამიანის ტანი აქვს.
ფასკუნჯი- დრაკონის მსგავსი ფრინველი, რომლის ფრთის შეხებაც ჭრილობას კურნავს.

პოპულარულია მითი ოქროს საწმისზეც. ეს იყო ცხვრის ტყავი, რომელზეც ოქროს მომზადების წესი ეწერა. ოქროსსაწმისი მზის შვილს, აიეტს ეკუთვნოდა. იაზონმა მედეას (აიეტის ქალიშვილის) დახმარებით მედე გაქურდა.
4.ქართული ფოლკლორის ხიბლი
ქართველი ხალხის ერთ- ერთი ღირსება მისი უძველესი ფოლკლორია. ჩვენი მუსიკა მდიდარია არა მარტო ჟანრობრივად, არამედ ხმოვანებითაც. ქართული მუსიკის დიალექტებად დაყოფაც შეიძლება. თითოეული კუთხის მუსიკა განსხვავებულია თავისი სტრუქტურით. მაგალითად, მთის ხალხის ნამღერი ძლიერი და უხეშია, ბარის შედარებით ნაზი, მაგრამ მაღალი ტონალობის. გურიაში გავრცელებულია ,,კრიმანჭული," ის ომის ან ქორწილის წინ იმღერებოდა. ჩვენ თავს ვიწონებთ სიმღერის ისეთი ტიპით, როგორიცაა ,,ოროველა," ერთხმაში შესრულებული, თავისგამამხნევებელი სიმღერა. ქართველი კაცი დღე და ღამე მიწას ამუშავებდა და თავს ასე ირთობდა. ორხმაში სიმღერაზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენო ,,ჩაკრულო," მრავალხმიანში კი ,,მრავალჟამიერი."
ჩვენი მუსიკალური საკრავებიც მრავალფეროვანია: სალამური (ოდითგანვე გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში. ის მწყემსის ატრიბუტად ითვლებოდა. საქართველოს ძვლის სალამური უფრო ძველია, ვიდრე ბერძნული. გვაქვს უენო და ენიანი სალამურები.), ფანდური (სამსიმიანი ჩამოსაკრავი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველა მხარეშია გავრცელებული. უწინ არ არსებობდა უფანდურო ოჯახი, იგი გამოიყენებოდა დღესასწაულებსა და ქეიფებზე.), ჩონგური (მუშაობისგან დაღლილი ქალები ღამით იკრიბებოდნენ და ჩონგურის აკომპანიმენტით მღეროდნენ. ჩონგური ფანდურზე განვითარებულია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ მეტი აკორდი აქვს.), გუდასტვირი (ხალხური ჩასაბერი საკრავი. შედგება გუდისგან და სტვირებისგან. ამ საკრავით ორხმიანი სიმღერები სრულდება), ჩანგი, დაირა, დოლი, დიპლიპიტო და სხვა.
ხალხური ცეკვა ქართველების მთელ ისტორიას ყვება, ფერხული და ხანჯლური- მთაში, ხორუმი- გურიასა და აჭარაში, განდაგანა- აჭარაში, არია - სამეგრელოში, ცეკვა ,,ქართული" ქორეოგრაფიული შედევრია. ჩვენი დადგმების სიუჟეტი საბრძოლოა ან სატრფიალო. ჩანს ქართველების მენტალიტეტი და ტემპერამენტი.
5. ტრადიციები, რომელიც საკუთარ თავში ევრაზიას აერთიანებს
ქართველებს სჯერათ (ან უფრო სჯეროდათ), რომ პატარა ქვეყნისთვსი გადარჩენის ერთადერთი გზა ტრადიციების მკაცრად დაცვაა. ჩვენი წეს- ჩვეულებებიდან რამდენიმე წარსულს ჩაბარდა, თუმცა სხვებს ჯერ კიდევ ვიცავთ. მაგალითად, ქართული ტრადიციული ქორწილი. ეს ცერემონია მიცავს დაკვლევა- დარიგებას, ნიშნობას, საპატარძლოს გამოთხოვებას და ქეიფს. ქორწილი (და ნებისმიერი სუფრა) წარმოუდგენელია თამადის გარეშე. თამადა არის მამაკაცი, რომელიც სადღეგრძელოებს ამბობს. მას აუდიტორიასთან მუშაობა უნდა შეეძლოს. თამადები შეიძლება შევადაროთ დღევანდელ შოუმენებს. ჩემი საყვარელი ტრადიცია სტუმარ- მასპინძლობა. ქართველებში სტუმარი ღვთის საჩუქრად მიიჩნევა, მაშინაც კი, როცა ხალხს ძალიან უჭირდა, სტუმრისთვის ბოლო ლუკმაც ემეტებოდა. საინტერესო ტრადიციაა მეკვლეობა. ბედობას პირველი კაცი/ქალი, რომელიც სალხში შემოვა მეკვლედ ითვლება, მან ოჯახს ბარაქა და ხვავი უნდა მოუტანოს. კარგი იქნება თუ სახლში შესვლამდე ბრინჯსა და ტკბილეულს შეყრის დერეფანში.
ახალ წელს ყველანი ნაძვის ხეს ვდგამთ, მაგრამ არ გვავიწყდება მის გვერდით ან გამოსაჩენ ადგილას ჩიჩილაკის მოთავსება. ჩიჩილაკს ძველად ნაძვის ხის დატვირთვა ჰქონდა.
შობის ღამეს მწყემსების ფორმაში გამოწყობილ ბავშვებს, რომლებიც ალილოს მღერიან და ქრისტეს დაბადებას გვამცნობენ. ამის სანაცვლოდ სანოვაგით ვუმასპინძლდებით.
6. კონსერვატული, მაგრამ უნიკალური ქართული სტილი
ქართველი ქალი დიდი ხნის განმავლობაში მანდილს ატარებდა. თავშიშველი ქუჩაში გასვლა სამარცვინოდ ითვლებოდა. ქართველები სამოსს საინტერესო ორნამენტებით აფორმებდნენ. ამზადებდნენ ლამაზ ქინძისთავებსა და ღილებს, ქსოვდნენ ჭრელ წინდებს, რომელიც წაღებისთვის იყო შექმნილი. მამაკაცები ატარებდნენ ჩოხა- ახალუხს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მამაკაცები სხვადასხვა სიგრძის ჩოხას ატარებდნენ.
7. კონტრასტებით სავსე სამზარეულო
ქართული სამზარეულო მომაჯადოებელია! ერთხელ მაინც თუ გასინჯავთ შეგიყვარდებათ! ჩვენი ტრადიციული კერძებია: აჩმა, აჭარული ხაჭაპური, ელარჯი, საცივი, ჩაქაფული, ხინკალი, ბორანო, კუბდარი, კუჭმაჭი, ყაურმა. შეუდარებელია ჩვენი ნუგბარი: ფელამუში, გოზინაყი, ჩურჩხელა. უცხოელებთან თავს ვიწონებთ სვანური მარილითა და მეგრული აჯიკით. ქართული სამზარეულო მოიცავ ყველა გემოს: მწარეს, მლაშეს, ტკბილს, მჟავეს.

8.„ვეფხისტყაოსნის" შუქი, რომელიც დღესაც დაგვნათის!
მეთორმეტე საუკუნეში საქართველოში რენესანსის პერიოდი დაიწყო, მაშინ როცა შუაგულ ევროპაში აღორძინების ხანა მხოლოდ მეთოთხმეტე საუკუნეში დადგა. ,,ვეფხისტყაოსანში" პირველად გაიჟღერა გენდერული თანასწორობის იდეამ. პოემა დაწერილია 16- მარცვლიანი შაირის სტილში, იგი დატვირთულია სიმბოლიზმითა და აფორიზმებით. ,,ვეფხისტყაოსანი" ნათარგმნია უამრავ ენაზე და მსოფლიო საგანძურად მიიჩნევა. რუსთაველმა დაამთავრა პოეზიის ერთი ეპოქა და საფუძველი დაუდო მეორეს. გადმოცემის თანახმად, შოთას სიგიჟემდე უყვარდა თამარ მეფე და ნაწარმოებიც მას მიუძღვნა, რითაც მტერთა ჯარი გაეათმაგა.

9. ღვინის სამშობლო
ქართველები და ვაზი ერთმანეთთან შესისხლხორცებული იყვნენ, ამიტომ მტერი შემოსევებისას პრიველ რიგში ვაზს ჩეხავდა, გლეხი კი მაინც მოთმინებით აშენებდა მას თავიდან. 8000 წლიანი ისტორიის განმავლობში ჩვენ ვწურავდით ყურძენს. ღვინის სიყვარული ჩვენს გენებშია. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ყურძნის ენდოგენური (ადგლობრივი) ჯიშებით. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უზარმაზარი ქვევრები, რომელსაც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ქართველები ოდესღაც ევროპული სტანდარტების ღვინოს აყენებდნენ. დღეს მსოფლიო ბაზარზე დაბრუნებას ვცდილობთ.
10. დაკარგული ტერიტორიები

ჩვენს შვილიშვილებს ალბათ არც ეცოდინებათ, რომ ოდესღაც სოჭი ჩვენი იყო და ჯიქეთი ერქვა. ბათუმის ნაწილი- ბორჩხა გადაეცა თურქეთს, მაშინ როცა სინამდვილეში მესხეთის ნაწილი უნდა იყოს. საქართველომ დაკარგა ლორე, იგი დღეს სომხეთის ტერიტორიას ეკუთვნის. რუსეთმა უკანონოდ მიიტაცა ჩვენი ქვეყნის ისტორიული კუთხე დვალეთი. სამაჩაბლოს ოსეთი დაარქვეს. აფხაზეთი ჩამოგვაშორეს და გახადეს დამოუკიდებელი. აი, რა მოუვიდა ქეყანას, რომელიც ოდესღაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული. გვახსოვდეს ვინ ვიყავით, ვინ ვართ და საით მივიდვართ...
თათული ღვინიანიძე