1. ყუთები
თუ ყუთები გესიზმრებათ რაღაცას გიმალავენ და თქვენ ამას ქვეცნობიერის დონეზე გრძნობთ. ყუთი მიანიშნებს იმედგაცრუებაზე. თუ სიზმარში ბევრ ყუთს ხედავთ, საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულხართ.
2. ტელეფონები
თუ სიზმარში ტელეფონი გირეკავთ, როგორც იქნა, თქვენმა ქვეცნობიერმა გამოსავალი იპოვა და იმ
3. მთვარე
მთვარის სიზმარში ნახვა თქვენში ღრმად ჩამალულ ნიჭზე მიანიშნებს. როგორც ჩანს, ხელოვნების რომელიღაც დარგში დიდი მომავალი გელით.
4. გზა
გზა თქვენი ცხოვრებისეული თავგადასავლისა და მოგზაურობის სიმბოლოა. თუ სუფთა ასფალტის გზა გესიზმრებათ, გჯერათ, რომ მომავალში წარმატება გელოდებათ. თუ გზას მკვეთრად ვერ ხედავთ, ან ის ბურუსითაა მოცული, მომავლის გეშინიათ.
5. ყვავილები
თუ გაფურჩქნული ყვავილი დაგესიზმრათ, ახალი პერსპექტივა გადაიშლება თქვენ თვალწინ. საშუალება მოგეცემათ თავი გამოიჩინოთ და ნიჭი გამოავლინოთ. დამჭკნარი ყვავილები კი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპის დასასრულზე მიგანიშნებთ.
6. წყალი
სიზმარში წყალი ჩვენს ცხოვრებისეულ ამბიციებს ასახავს. თუ ოკეანე გესიზმრებათ, თქვენში დიდი პოტენციალია და დროა გარისკოთ. თუ წყარო ან რუ დაგესიზმრათ მცირე პრობლემებს უნდა გაუმკლავდეთ.
რადა მახარაძე