1. დრამის პრინცია
თუ თქვენს პარტნიორს არ აბედნიერებს სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობა, გამუდმებით ეძებს კონფლიქტის მიზეზს, ეჭვიანობს უსაფუძვლოდ, ადვილად გამოდის მდგომარეობიდან და ყვირის, შეიძლება, საქმე ტიპიურ მოღალატესთან გქონდეთ. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ღალატისკენ მიდრეკილი ადამიანები არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობაში (ჩხუბში, კამათში, გაუგებრობაში) კომფორტულად გრძნობენ თავს. პარტნიორისთვის ნერვების მოშლა მათ სიამოვნებას ანიჭებთ.
2. არასდროს არ არის ბედნიერი
თითქოს ყველაფერი კარგად არის, ურთიერთობაში პროგრესი იგრძნობა, ერთმანეთთან ახლოვდებით, მისი თვალები კი მაინც ჩამქვრალია. ამ დროს
3. მარტოობის ეშინია
თუ თქვენი პარტნიორი ცდილობს, რომ გვერდში მუდმივად ვიღაც ჰყავდეს (მაგალითად, თქვენგან წასული მეგობრებთან ან უბრალო ნაცნობებთან გარბის) იცოდეთ, რაღაც რიგზე ვერ არის. ფსიქოლოგების შეხედულებით, მოღალატეებს უფრო ეშინიათ მარტოობის, ვიდრე ერთგულებს. მარტო ყოფნისას პიროვნება საკუთარ საქციელებს უღრმავდება და სინდისის ქენჯნას გრძნობს.
4. მუდვმივად გეწინააღმდეგებათ
შეიძლება შეყვარებულებს სხვადასხვა შეხედულება ჰქონდეთ, მაგრამ კომპრომისზე მიდიოდნენ. თუ თქვენი მეორე ნახევარი მუდმივად გეწინააღმდეგებათ (მაშინაც კი თუ რეალურად ერთ აზრზე ხართ) არსებობს დიდი ალბათობა, რომ მოღალატეა. თუმცა მხედველობაში მიიღეთ ისიც, რომ ადამიანი შეიძლება, უბრალოდ ჯიუტი იყოს.
რადა მახარაძე