02 იანვარი, 2016
3 საკითხი, რომელზეც უნდა დაფიქრდეთ, სანამ მოღალატე ქმარს დაშორდებით
საქართველოში ქმრის ღალატი ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენს ქვეყანაში ხშირად გაიცნობთ ქალს, რომლის აზრითაც ღირსეული მამაკაცი აუცილებლად უნდა ღალატობდეს მეუღლეს. „კაცმა თუ არ გაიგულავა, ეგ რა კაცია?" ამ აზროვნების ქალბატონებს ყოფილი „მის საქართველოც“ შეუერთდა, რომლის აზრითაც კაცის ღალატი დასაშვებია, ქალის ღალატი კი ამორალური საქციელია. მიუხედავად ამისა არსებობენ ქალები, რომლებიც ღალატს შეურაცხყოფად აღიქვამენ და ოჯახს ანგრევენ. სწორედ ამ ქალებს ვთავაზობთ 3 საკითხს, რომელზეც უნდა დაფიქრდნენ სანამ მამაკაცს დაშორდებიან.

1. რას აკეთებს ქმარი იმისთვის, რომ თქვენი ნდობა დაიმსახუროს?
ჩემი აზრით,
თუ მეუღლე ერთხელ გიღალატებთ, ოდესმა აუცილებლად იგივეს გაიმეორებს. ამის მიუხედავად, თითოეული ადამიანი ინდივიდია და არასწორი იქნება თუ ყველა კაცს ერთ ქვაბში მოვხარშავთ. თუ ქმარი დაგანახვებთ, რომ მისთვის ძვირფასი ხართ, თქვენი დაკარგვა არ უნდა, შეცდომას აცნობიერებს და ნამდვილად ნანობს, დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია, ქმართან ერთად გატარებული წლები და თქვენი სიყვარული თუ პირადი თავმოყვარეობა, ბრაზი, პრინციპები დ გატეხილი გული.

2. როგორი ქმარია?
თუ თქვენი მეორე ნახევარი ყურადღებიანია, არასდროს ავიწყდება თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენები, განებივრებთ სითბოთი და მზრუნველობით, გვერდში გიდგათ მორალურად და ფინანსურად, ცდილობს გაგაბედნიეროთ, ითვალისწინებს თქვენს აზრს... ღირს ასეთი კაცის დაკარგვა? წახვალთ ერთი შეცდომისთვის, თუ დარჩებით ყველა იმ სწორი ნაბიჯისთვის, რომელიც თქვენს ქმარს გადაუდგამს.

3. როგორი იქნება თქვენი მომავალი მის გარეშე?
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მეუღლის გარეშე თავს უკეთესად იგრძობთ, რა თქმა უნდა, განქორწინების საბუთების მზადება უნდა დაიწყოთ, მაგრამ თუ გგონიათ, რომ თქვენი ქმარი თქვენს ცხოვრებას ავსებს და ალამაზებს, არ იჩქაროთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS