1. თუ არაფერი გახსოვთ...
ქალები ამბობენ,„რაც არ გახსოვთ, ის არც ყოფილა!" არ აიძულოთ თავს, რომ საღამოს შესახებ დეტალები აღიდგინოთ. შეიძლება საკუთარმა თავმა იმედი გაგიცრუოთ. თქვენი თანამშრომლების ნაწილი ჩათვლის, რომ შეუფერებლად მოიქეცით, სხვები კი გაგამართლებენ: „ვის არ ჩაუდენია სისულელეები სიმთვრალეში?"
2. თუ
არსებობს ადამიანების კატეგორია (მაგალითად მე), რომელიც სიმთვრალეში ცრემლების ღვრას იწყებს. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ეს ნორმალურია. ზოგიერთი ჩვენგანი ემოციებს იკავებს და საკუთარ თავში იკლავს. თურმე ამ „მკვდარ," უფრო სწორად მიძინებულ განცდებს სასმელი აღვიძებს. ნასვამ მდგომარეობაში გრძნობებს ვერ ვაკონტროლებთ და ტირილს ვიწყებთ. თქვენი კოლეგები ახალი კუთხით დაგინახავენ, აღმოაჩენენ, რომ არც ისეთი მკაცრი ან უდარდელი ხართ, როგორადაც თავს აჩვენებდით. თუ თქვენს ცხრემლებს გაგახსენებენ ხუმრობაში გაატარეთ.
3. თუ კოლეგას ეჩხუბეთ...
სამსახურში შეხვედრისას ნუ აარიდებთ მას თავს. მიესალმეთ. სასურველია ბოდიშიც კი მოუხადოთ. ლაკონურად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია.
4. თუ სხვისი საიდუმლო გაამხილეთ...
მიდით კოლეგასთან და დანაშაული აღიარეთ, უთხარით რომ მისი საიდუმლო გათქვით. დასძინეთ, რომ საკუთარ დანაშაულს აცნობიერებთ და ნერვიულობთ. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამის შემდეგ სინდისი ნაკლებად შეგვაწუხებს.
5. თუ საკუთარ საიდუმლოზე ილაპარაკეთ...
ზედმეტი ალკოჰოლი ქალების 88%-ს ლაპარაკის სურვილს უჩენს, 99%-ს კი მეორე დღეს სინანული აწუხებს. ნურასდროს გააგრძელებთ კოლეგებთან თქვენს საიდუმლოზე საუბარს, მაშინაც კი თუ რომელიმე ეცდება გაგეხუმროთ.
6. თუ უფროსს პირში მიახალეთ რასაც ფიქრობთ...
კორპორაციული საღამოს ეტიკეტის უგულებელყოფისთვის უფროსს ბოდიში მოუხადეთ. თუ უფროსსა და თქვენს შორის უსიამოვნო დიალოგი შედგა, ან სამსახურიდან გაგათავისუფლებთ, ან თავხედობას გაპატიებთ და მეორე შანსს მოგცემთ.
რადა მახარაძე