31 დეკემბერი, 2015
რა არ უნდა გააკეთოთ წითელი მაიმუნის წელიწადში
ჩინური ახალი წლის ტრადიცია არანაკლებ ხუთი ათას წელს ითვლის და მის თითოეულ დეტალს სიმბოლური დატვირთვა აქვს.
გაიგეთ, რის გაკეთება გეკრძალებათ ამ წელს, იმისთვის რომ წლის დიასახლისი და წარმატება არ შეაშინოთ და უკუაგდოთ.

არავითარი ნაგავი
Чего нельзя делать в год красной Обезьяны?
ტრადიციის მიხედვით, სახლის დალაგება დღესასწაულის დაწყებამდე უნდა იყოს დამთავრებული, დღესასწაულის მოსვლისას კი კატეგორიულად გეკრძალებათ პილესოსის და სხვა დალაგების საშუალებების გამოყენება, რათა ამით შემთხვევით არ განდევნოთ წარმატება. ჩინური კალენდრის მიხედვით, წითელი მაიმუნის წელი 8 თებერვალს დგება - აკრძალვა განსაკუთრებით იატაკის წმენდასა და
ტანსაცმლის გარეცხვას ეხება.

თავი წესრიგში გაქვთ?

სადღესასწაულო ვარცხნილობაზე, წვეულების დაწყებამდე უნდა იზრუნოთ. მიიჩნევა, რომ ვინც თავს სტუმრების მოსვლის წინ იბანს ან ახალი წლის პირველივე დღეს, პირადი გამართლების ჩამორეცხვის დიდი რისკია.

შავ-თეთრი ფილმი
Чего нельзя делать в год красной Обезьяны?
არ ჩაიცვათ შავ-თეთრი სამოსი, მაშინაც კი თუ ფიქრობთ, რომ ეს ფერები ძალიან გიხდებათ. შავი და თეთრი ფერები ჩინეთში მწუხარების ფერებია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წითელი მაიმუნის წელიწადს წითლებდშ გამოწყობილმა უნდა შეხვდეთ. 2016 წლისთვის კეთილდღეობის მომტანი ფერია ლურჯი და ოქროსფერი. სახლის მორთვისას კი არ დაგავიწყდეთ წითელი ელემენტების შეტანა.

ძველი სამოსი

ახალი წლის პირველ მთვარიან თვეს ძველი ტანსაცმლის ტარება არასასურველია. ჩინეთში ახალი წლისთვის ტრადიციულად ყიდულობენ საჩუქრეს ოჯახის ყველა წევრისთვის და ერთმანეთს უცვლიან.

არავითარი ნეგატივი
Чего нельзя делать в год красной Обезьяны?
მართალია, რომ ახალი წლის ღამით შექმნილი განწყობა მთელ წელს გაგყვებათ. მაიმუნებს მართალია უყვართ ირონია, ქილიკი და ხუმრობები, მაგრამ უმჯობესია თავი შეიკავოთ შენიშვნების, კრიტიკისა და სიფიცხისგან, ნუ დაიტვირთებით ნეგატიური ენერგიით. ჩინეთში ახალი წლის ღამეს ბავშვებსაც კი უკრძალავენ ერთმანეთს საშინელებათა ისტორიები მოუყვნენ.

არავითარი ცრემლები!
Чего нельзя делать в год красной Обезьяны?
გამორიცხეთ ცრემლები არა მარტო ახალი წლის ღამეს, არამედ დღესასწაულის მანძილზე. განსაკუთრებით ცუდის მომტანია ბავშვის ცრემლები.

არ გაჭრათ, არ შეიჭრათ

ჯერ კიდევ ახალ წლამდე შორს უნდა დაიჭიროთ თავი დანისა თუ სხვა მჭრელი საშუელებებსიგან, რათა შემთხვევით არ გადაჭრათ კეთილდღეობა. იმაზე მიზეზით იკრძალება ტანსაცმლის შეკერვა, ასევე თმის მოკლედ შეჭრა ახალი წლის პირველ თვეში.

არასწორი საჩუქრები
Чего нельзя делать в год красной Обезьяны?
ახალ წელს ნუ აჩუქებთ მაკრატელს. ჩინური ტრადიციის მიხედვით რატომღაც სასარგებლოა მსხლის და კედლის დიდი საათის ჩუქება.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS