30 დეკემბერი, 2015
5 საახალწლო იდეა, რომელიც შვილთან ერთად უნდა განახორციელოთ
დღესასწაულები გვაახლოვებს და ერთმანეთის გაბედნიერების საშუალებას გვაძლევს. ბავშვები მალე იზრდებიან... ხანდახან შეხედავ შენს 16 წლის ბიჭს და ვერ იჯერებ, რომ დრო ასე მალე გავიდა. მაქსიმალურად გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა, მათ შორის ახალი წლის პერიოდი. გთავზობთ 5 იდეას, რომელიც შვილთან ერთად ზამთარში უნდა განახორციელოთ.

1. მორთეთ ნაძვის ხე
ნაძვის ხის გაწყობა ყოველწლიური ტრადიციაა, რომელშიც სასურველია მთელმა ოჯახმა მიიღოს მონაწილეობა. ჩართეთ საახალწლო სიმღერები, გადმოალაგეთ ნაძვის ხის სათამაშოები, იმხიარულეთ, მორთეთ ნაძვის სახლი, ითამაშეთ. ნაძვის ხის წვეროში ბანტი ან ვარსკვლავი შვილს
დააბნევინეთ. ნაძვის ხის მორთვის პროცესი დაგაახლოვებთ ბავშვთან.

2. დაკავდით ზამთრის სპორტით
შეაყვარეთ შვილებს სპორტი და დაანახეთ, რომ ჯანსაღი წესით ცხოვრება სახალისოა. ასწავლეთ თხილამურებით სრიალი და ციგურაობა. დაიქირავეთ ან შეიძინეთ ციგა. გააკეთეთ თოვლის ბაბუა, მერე კი იგუნდავეთ.

3. მოაწყვეთ ფოტოსესია
მთელმა ოჯახმა ერთად გადაიღეთ სურათები სხვადასხვა ადგილას. შეიძინეთ ალბომი და დაათარიღეთ. მომავალში 2016 წლის ზამთრის სურათებს გადაათვალიერებთ და მოგონებებით ისიამოვნებთ.

4. ჩაუტარეთ ბავშვებს კულინარიული მასტრეკლასი
საახალწლო სუფრისთვის კერძების მომზადებისას შვილები დაიხმარეთ. უფლება მიეცით, პროდუქტი გარეცხონ, დაახარისხონ, გაარჩიონ ან გაფცქვნან, მოაზელინეთ ცომი. ასევე თვალი ადევნონ კერძების მზადების პროცესს. აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა და შეაქეთ.

5. ასწავლეთ საჩუქრების შერჩევა და შეფუთვა
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ აუცილებელი არ არის საჩუქარი ძვირი იყოს. შეიძინეთ შვილისთვის ფერადი ფურცლები, პლასტელინი, ფანქრები და ფლომასტერები. მიეცით ბავშვს საშუალება საკუთარი ხელით შექმნას საჩუქარი. თუ დახმარება დასჭირდება, უარს ნუ ეტყვით. აუცილებლად ასწავლეთ საჩუქრის ლამაზად შეფუთვა.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS