აღიარების დევნაში მთავარი დაგვავიწყა - ქალის ძალა, მის სისუსტეშია.
საიდან გაჩნდნენ ძლიერი ქალები, რომლებიც შეეგუვნენ მამაკაცის დახმარების გარეშე ცხოვდებას? ისინი ომმა
ბევრი გოგონა ახლაც ვერ გაექცა მემკვიდრეობით ხასიათს და მამაკაცურ სიძლიერეს ავლენენ. ისინი ვერ აცნობიერებენ, ცუდია ეს თუ კარგი, უბრალოდ ასე აღზარდეს დედებმა და ისეთივე შვილებს აღზრდიან თავად, თუ არ გაიაზრებენ, რომ ძლიერ ქალად ყოფნა აუცილებელი აღარ არის. ახლა, როცა გვერდით მამაკაცი გყავთ, რომელიც დაგიცავთ, საკითხის მოგვარებისა და პრობლემის გადაჭრის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ მოდუნდეთ და გაიხსენოთ, რომ თქვენს სისუსტეშია სიძლიერე. სუსტ ქალთან მამაკაცს სურს ძლიერი, გაბედული და მამაკაცური იყოს. სუსტი სქესის ასეთი წარმომადგენლის დაცვა, მოფრთხილება და სიყვარული სწყურია მას.
თუ ამ სტატიის კითხვისას ძლიერი ქალების რიცხვში საკუთარი თავიც აღმოაჩინეთ, შანსი გეძლევათ არამარტო საკუთარი ცხოვრება, არამედ შვილების ბედიც შეცვალოთ, რომლებიც თქვენსგან აიღებენ ნამდვილი ქალის მაგალითს. უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, აღადგინოთ ტყუილად გაფანტული ქალურობა და სხვა ბევრი ქალისთვისაც ინსპირაციის წყაროდ იქცეთ.
პენი ლეინი