მაიკლის რჩევები ნამდვილად გამოადგება მამებს, რომლებიც ქალიშვილს ზრდიან:
1. გიყვარდეთ და პატივი ეცით მის დედას. ნუ მოგერიდებათ გრძნობების გამოხატვა სხვების თანდასწრებით. როცა თქვენი გოგონა გაიზრდება, შანსი დიდია, რომ ისეთივე ადამიანი შეუყვარდება, როგორც თქვენ ექცევით დედამისს.
2. ყოველთვის გვერდით იყავით. როცა ბავშვთან ატარებთ დროს, მნიშვნელოვანია როგორც ხარისხი, ისე ხანგრძლივობა. მისი ცხოვრების ყველა ეტაპში მიიღეთ მონაწილეობა.
3. როგორც კი სიარულს დაიწყებს, უყიდეთ ისეთივე
4. მისთვის გმირი გახდით. გადაარჩინეთ და მოარჩინეთ ყოველდღე, ყოველწუთს.წითელი მოსასხამი და ლურჯი „ტრიკო“ აუცილებელია.
5. ჰო, სულელურად გამოიყურებით როცა დამალობანას თამაშობთ, მაგრამ ეს აუცილებელია. კუ-კუ.
6. ეცეკვეთ, თქვენს გოგონას და ნუ დაელოდებით ქორწილის დღეს.
7. სათევზაოდ წაიყვანეთ.
8. უთხარით, რომ ლამაზია. ხშირად გაუმეორეთ, ყოველდღე. როცა გაიზრდება ტელევიზიები და ჟურნალები იმავეში დაარწმუნებენ.
9. ერთად გატარებული ყოველი წუთით ისიამოვნეთ. დღეს პამპერსით დაგორავს სახლში, ხვალ კი მანქანის გასაღებს მისცემთ. ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის, დააფასეთ თითოეული წუთი.
10. დედას ხშირად შეეკამათება. ლოგიკურად გადაწყვიტეთ ვის მხარს დაიჭერთ.
11. ფეხით სამოგზაუროდ წაიყვანეთ. ბუნებაში ბევრი საინტერესო და უნიკალური რამაა - გაცილებით მეტი, ვიდრე სახლში.
12. უყიდეთ რასაც გთხოვთ. დადგება დრო, როცა ლეკვს მოგთხოვთ. უბრალოდ "ჰო" და მორჩა.
13. ასწავლეთ ფულთან ურთიერთობა.
14. ხშირად აიყვანეთ ხელში და მხრებით ატარეთ. ვიდრე ჯანმრთელი მხრები გაქვთ, ის კი სულ პატარაა.
15. სულმოუთქმელად დაელოდება სამსახურიდან თქვენს დაბრუნებას. ნუ დააგვიანებთ.
16. თუ ცუდი სიზმარი ნახა, თქვენს საწოლში წაიყვანეთ.
17. ცხოვრებაში არაფერია იმაზე დამამშვიდებელი, ვიდრე მამის მხარზე ტირილი.
18. ნაყინს სასწაულების მოხდენა შეუძლია. აუცილებლად დაიმახსოვრეთ მისი საყვარელი გემო.
19. არასდროს გამოტოვოთ მისი დაბადების დღე და დანაპირები ყოველთვის შეასრულეთ.
20. მისი ნდობა ისწავლეთ. მეტი თავისუფლება მიეცით როცა გაიზრდება.
21. გახსოვდეთ, რომ ერთ დროსაც ფრთებს გაშლის და თქვენგან გაფრინდება, როგორც მშვენიერი პეპელა. ისიამოვნეთ, ვიდრე ძალიან პატარაა.
22. დაე, იცოდეს, რომ ყოველთვის შეუძლია, სახლში დაბრუნება, მნიშვნელობა არ აქვს როდის.
პენი ლეინი