30 დეკემბერი, 2015
ქალური მეგობრობის 6 ოქროს წესი
მამაკაცები თვლიან, რომ ქალებისა და კაცების მეგობრობა ერთმანეთისგან განსხვავდება. ქალების მეგობრობას თუ ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ, რომ კაცები არ ცდებიან. წარმოგიდგენთ ქალური მეგობრობის 6 წესს:

1. ვინარჩუნებთ კონტაქტს
მაშინაც კი თუ ქალები ძალიან დაკავებულები არიან და ერთმანეთს ვერ ხვდებიან, თანამედროვე ტექნიკას მაქსიმალურად იყენებენ კომუნიკაციისთვის.

2. გულახდილები ვართ

ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ გულახდილობის გარეშე ვერც ერთი ურთიერთობა გასტანს დიდხანს. თუ ქალებს ერთმანეთში ეჭვი ეპარებათ ცივდებიან და უცხოვდებიან. გულწრფელობას
არა მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებში, არამედ წვრილმანებშიც ვიჩენთ. მაგალითად, თამამად ვამბობთ რომ კაბა არ უხდება ან სოციალური ქსელის პროფილის ფოტოზე ლამაზად არ გამოიყურება. კითხვაზე „გავსუქდი?" ობიექტურად ვპასუხობთ.

3. ერთად ვართ ჭირსა და ლხინში

ქალები ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, არა მარტო ფინანსურად, არამედ მორალურადაც. ხშირად ადამიანები ჭირში გვეხმარებიან, ბედნიერ მომენტებში კი მარტო გვტოვებენ. დაწინაურებას ან პრემიას ხიბლი ეკარგება თუ ამ მოვლენას არავის ვუზიარებთ. ზოგჯერ ხელფასისა და სტატუსის ზრდასთან ერთად სამეგობრო წრეც ფართოვდება, კარიერული ფიასკო კი ნამდვილი დაქალების ამოცნობაში გვეხმარება.

4. არ განვიკითხავთ ერთმანეთს

ყოველ ჩვენგანს აქვს ბნელი მხარე. დაქალი თავისი პლუსებითა და მინუსებით უნდა მიიღო. არ უნდა ეცადო მის შეცვლას. როცა მეგობარი თავისი შეცდომის შესახებ გვიყვება, ჩვენ მის კრიტიკას არ ვიწყებთ. ვუსმენთ და ვცდილობთ გამოსავლის პოვნაში დავეხმაროთ.

5. მადლიერები ვართ

მადლიერების გრძნობა ნებისმიერ ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დახმარების შემდეგ ქალები ერთმანეთს მადლობას ვუხდით.

6. არ ვღალატობთ

ღალატი მეგობრის საიდუმლოს გამხელა, მისი გასაჭირში დატოვება ან მოტყუებაა. არც ერთი ნამდვილი დაქალი რომანს არ გააბამს მეგობრის ყოფილ შეყვარებულთან/ქმართან.

რადა მახარაძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS