1. მითი: ვაგინალური ორგაზმი არ არსებობს
რეალობა: მეცნიერები ხალხს აბნევენ, ხან გაიძახიან, რომ ვაგინალური ორგაზმი არსებობს, ხანაც საპირისპიროს ირწმუნებიან. როგორ გგონიათ, თქვენს კლიტორს დანიშნულება არ აქვს? ის პენისისდამაგვარი წამონაზარდია, რომელიც ორი „ფეხით" ბოლოვდება. კლიტორი „ფეხებით" ნერვებს უკავშირდება და ორგაზმის მიღწევას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ კლიტორის დაბოლოებები ძალიან ჰგავს პენისის დაბოლოებებს. ვაგინალური ორგაზმი არსებობს!
2. მითი: კლიტორის სტიმულაციით ორგაზმი ნამდვილი ორგაზმი არ არის
რეალობა: ორგაზმის მიღწევის გზები ინდივიდუალურია. ვიღაც დიმა ბილანს უსმენს, სხვას კი აეროსმიტი ურჩევნია, მაგრამ ისინი მუსიკისგან სიამოვნებას იღებენ. ეს ზუსტი შედარებაა. ყველანაირი ორგაზმი (შიდავაგინალური, თუ გარევაგინალური) რეალურია და მნიშვნელობა არ აქვს, რა ხერხს იყენებთ.
3. მითი: ზოგიერთ ქალს შეუძლია, ვაგინალურ ორგაზმს მიაღწიოს, სხვებს - არა
რეალობა: ორგაზმის მიღწევა დამოკიდებულია იმაზე,თუ რამდენად მგრძნობიარეა ქალი და იღგზნება თუ არა ადვილად. ჩვეულებრივ ქალები მასტურბაციას მიმართავენ, რადგან ეს ორგაზმის მისაღწევად ყველაზე მარტივი და მოკლე გზაა. თითქმის ყველა ქალს შეუძლია სიამოვნების მიღება, ზოგს მეტი დრო სჭირდება, ზოგს - ნაკლები.
4.მითი: ორგაზმის მისაღწევად ძალიან გამოცდილი პარტნიორი გჭირდებათ
რადა მახარაძე