
თუ დაქორწინებული ხართ...
თქვენთვის ახალი წლის ღამეს მეორე თაფლობის თვე დაიწყება, რომელიც დიდხანს გასტანს. ახალი წლის ჯადოსნობა თქვენში მიძინებულ სიყვარულსა და ვნებას გააღვიძებს! თუ თქვენი მეუღლის თვალებში ცეცხლს დაინახავთ, უკან არ დაიხიოთ! მეორე ნახევრისთვის საჩუქარი შეარჩიეთ და ნაძვის ხის ქვეშ დაუდეთ.
თუ თავისუფალი ხართ
ახალი წლის ღამეს ნამდვილად შეიგრძნობთ მაგიას! ფანტასტიკური თავგადასავლი გელით. 31 დეკემბრის ღამე დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ. არ ჩაიკეტოთ სახლში და არ ჩაეფლათ ჩვეულ„რუტინაში." ქუჩაში, ბარში, რესტორანში ან კლუბში წააწყდებით ადამიანს, რომელიც
კურო

თუ დაოჯახებული ხართ...
ახალი წელი ულამაზესი დღესასწაულია, ფერადი ფოიერვერკები რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებთ, სწორედ ამიტომ ახლოს გყავდეთ თქვენი ქმარი/ცოლი. საახალწლო სუფრასთან მოიპატიჟეთ მხოლოდ უახლოესი ადამიანები. ეცადეთ, დღესასწაული ვიწრო წრეში აღნიშნოთ. სტუმრებზე თავიდან ბოლომდე ნუ გადაერთვებით, ყურადღება მიაქციეთ თქვენს პარტნიორსც. თუ ძალიან არ ეციება, სტუმრებს გასეირნება შესთავაზეთ.
თუ თავისუფალი ხართ...
რა აკლია თქვენს ცხოვრებას? რას ისურვებდით საჩუქრად ახალი წლის ღამეს? თუ პასუხია - მგზნებარე რომანი, თოვლის ბაბუა აუცილებლად დაგასაჩუქრებთ! სადაც არ უნდა იყოთ (სახლში, მეგობრის ოჯახში ან წვეულებაზე) ზუსტად ღამის 12 საათზე სანთელი დაანთეთ და სურვილი ჩაუთქვით. იმ ღამით ან 1 იანვრის დღეს შეხვდებით პიროვნებას, რომელსაც დიდი ხანი ელოდით.
ტყუპები

თუ დაოჯახებული ხართ...
გგონიათ, რომ 31 დეკემბრის ღამე ისეთივე იქნება, როგორიც გასული ახალი წლის ღამეები? ძალიან ცდებით. აღმოაჩენთ, რომ ყურადღების ცენტრში ხართ, გარს გახვევიათ ადამიანები, რომლებიც აღფრთოვანებული არიან თქვენით! მიხვდებით, რომ პარტნიორს ყველაფრის მიუხედავად ჯერ კიდევ ძალიან უყვარხართ. მეუღლისგან მიიღებთ საჩუქარს, რომელსაც არ ელოდით და სასიამოვოდ გაოცდებით. საყვარელ ადამიანებთან ერთად სურათები ნაძვის ხესთან ან თოვლის ბაბუასთან ერთად გადაიღეთ.
თუ თავისუფალი ხართ...
თქვენს ზამთრის სტილს უნდა ეტყობოდეს, რომ ახალი წელია. აქცენტი გააკეთეთ წითელზე, მწვანეზე, ოქროსფერზე, ქალებმა გაიკეთეთ განსაკუთრებული ვარცნილობა და მაკიაჟი. აუცილებლად დალიეთ რამდენიმე ბოკალი ღვინო. ახალი წლის ღამეს სამყაროს ახალი თვალით დაინახავთ. დააკვირდით ადამიანებს, აღმოაჩენთ, რომ ირგვლივ თქვენზე შეყვარებული ბევრი მამაკაცი/ქალი ტრიალებს. ხშირად იგრძნობთ თავბრუსხვევას, მაგრამ არ შეგეშინდეთ ეს მოზღვავებული ემოციებისა და ჰორმონების ბრალი იქნება.
კირჩხიბი

თუ დაოჯახებული ხართ...
უარი თქვით ტრადიციებზე, რომელსაც ყოველთვის იცავდით და თქვენი მეუღლე გააოცეთ! ქალებმა სუფრაზე არ დადოთ ბერძნული სალათა ან ოლივიე. თავს უფლება მიეცით, რომ რეალობას მოწყდეთ, არ იყოთ პრაქტიკული და წინდახედული. ახალი წლის ღამეს იგიჟეთ! გააკეთეთ ის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით ან ფიქრობდით, რომ ასეთი სისულელისთვის უკვე გაიზარდეთ. თუ ახალ წელს სულ შინ ხვდებით, რესტორანში ან კლუბში წადით. ღამე კი სასტუმროში გაათენეთ.
თუ თავისუფალი ხართ...
2015 წლის 31 დეკემბრის ღამე იდეალური დროა ყველაზე თამამი სურვილების ჩასაფიქრებლად. სწორად ჩაიფიქრეთ სურვილი, დააკონკრეტეთ თორემ სხვაგვარად აგხდებათ. მაგალითად, თუ სამყაროს შესთხოვთ:„მანახე ბრედ პიტი," არსებობს რისკი, რომ მას ახალ ფილმში ნახავთ და არა რეალობაში. ასე რომ დააკონკრეტეთ:„მინდა პირადად შევხვდე პრედ პიტს და გავიცნო."
ლომი

თუ დაოჯახებული ხართ...
ახალი წლის ღამე საშუალებას მოგცემთ თქვენს ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. დაფიქრდით რა მოგბეზრდათ? ძირითადად რა გიქმნით ცუდ განწყობას? თუ ეს სასტუმრო ოთახში ჩამოკიდებული ძვირადღირებული ფერწერული ტილოა, ჩამოხსენით და თვალს მოაშორეთ. თუ ახალი ფარდები გინდათ, ფული არ დაზოგოთ, შეიძინეთ! თუ გსურთ გარეგნულად შეიცვალოთ, გადაათვალიერეთ ვარცხნილობები, შეიარეთ სალონში და იმიჯი შეიცვალეთ. ახალი წლის ღამეს უნდა გრძნობდეთ, რომ რაღაც წარსულში დატოვეთ! ეცადეთ ღამით სექსუალურად გამოიყურებოდეთ და მეორე ნახევარში ბინძური ფიქრები გამოიწვიოთ.
თუ თავისუფალი ხართ...
ასტროლოგები 2016 წელს დაოჯახებას გიწინასწარმეტყველებენ. ეს ბოლო ახალი წელია როცა თავისუფალი ხართ. ახალი წლის ღამეს ბევრი იფლირტავეთ, იცეკვეთ, დალიეთ ან გააკეთეთ ისეთი გიჟობები, რომელიც დაოჯახებულ ადამიანს არ შეშვენის.
ქალწული

თუ დაოჯახებული ხართ...
ეცადეთ ახალ წელს კურორტზე შეხვდეთ. თქვენ და თქვენი მეუღლე განმარტოვდით. ამბობენ, რომ როგორც შეხვდები ახალ წელს მთელ წელს ისე გაატარებთ. თუ მოგზაურობა გიყვართ და ცოლთან/ქმართან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ ახალ წელს რესტორანში შეხვდით, შემდეგ გადით და თოვლში ისეირნეთ, იგუნდავეთ, თოვლის ბაბუა ააშენეთ, იციგავეთ, იციგურავეთ, ისრიალეთ... დილას სექსით შეეგებეთ.
თუ თავისუფალი ხართ...
ეცადეთ ახალ წელს ხმაურიან და ხალხმრავალ ადგილას შეხვდეთ. ნუ შეყოვნდებით ერთ წვეულებაზე, შეგიძლიათ რამდენიმე ბარში ან კლუბში წახვიდეთ, დაესწორთ სხვადასხვა კონცერტს. რაც შეიძლება ბევრი ადგილი მოინახულეთ, იმიტომ რომ სადღაც„ის ერთადერთი" გელოდებათ...
სასწორი

თუ დაქორწინებული ხართ...
ახალი წლის ღამეს ძალიან ბევრ კომპლიმენტს მიიღებთ. მიხვდებით, რომ იმაზე ლამაზი/სიმპათიური ხართ ვიდრე აქამდე გეგონათ. თქვენ ხომ გულის სიღრმეში ყოველთვის გინდოდათ თავი განსაკუთრებულად გეგრძნოთ? ახალ წელს არ მოდუნდეთ! ტონუსში იყავით. თქვენმა მეუღლემ უნდა შეამჩნიოს რომ ხალხი თქვენით მოხიბლულია. ცოლს/ქმარს აუცილებლად სიამაყის გრძნობა დაეუფლება. კარგად დაფიქრდით სანამ სამოსს შეარჩევთ. ის არც ძალიან გამომწვევი უნდა იყოს და არც უჩინარს უნდა გხდიდეთ.
თუ თავისუფალი ხართ...
თქვენი ქარიზმა ახალი წლის ღამეს საპირისპირო სქესში უჩვეულო ინტერესს აღძრავს. თქვენი ბრწყინვალება ირგვლივ ყველას გადაფარავს. ყურადღების ცენტრში მოექცევა თქვენი თვალები. ნატკენი გული გაგიმთელდებათ. ამაღლებული განწყობა კი დიდხანს გაგყვებათ.
მორიელი

თუ დაოხაჯებული ხართ...
ახალ წელს მიხვდებით, რომ პირად ცხოვრებაში ცვლილებების დროა. ნუ შეშინდებით! ყველაფერი არაჩვეულებრივად აეწყობა. შეიძლება, მეორე ნახევარს დაშორდეთ, მაგრამ წინ დაუვიწყარი რომანი გელით. ახალი წლის ღამეს დაფიქრდით საკუთარ თავზე, აწონ-დაწონეთ თქვენი შესაძლებლობები, შეაფასეთ თქვენი მომხიბვლელობის დონე და ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ბედნიერი ვარ ოჯახური ცხოვრებით?"
განმარტოვიდთ პარტნიორთან ერთად, გულახდილად ისაუბრეთ, დააკვირდით თქვენს ქმარს/ცოლს და აუცილებლად გაარკვევთ ცოცხალია თუ არა მისადმი გრძნობები. დაკავდით სექსით. სცადეთ ისეთი პოზიციები, რომელიც აქამდე არ გამოგიყენებიათ. თუ აღმოაჩნეთ, რომ ინტიმშიც კი ვეღარ ეწყობით, თავი არ მოიტყუოთ.
თუ თავისუფალი ხართ...
ახალ წელს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ ან კაცს/ქალს, რომელიც თავს შეგაყვარებთ. მის დანახვაზე იფიქრებთ, რომ ცხენზე ამხედრებულმა პრინცმა მოგაკითხათ ან კონკია მეჯლისზე მიიჩქარის.
მშვილდოსანი

თუ დაოჯახებული ხართ...
ამ ახალ წელს მოიზიდავთ ბედნიერებას და წარმატებას. ძალიან ბევრ პრობლემას, მათ შორის ფინანსურს, წარსულში დატოვებთ. ბევრი იცინეთ, ხშირად გაიღიმეთ და პოზიტიურად განეწყვეთ. მოესიყვარუეთ მეორე ნახევარს. რომანტიკისთვის დრო ყოველთვის მოიძებნება.
თუ თავისუფალი ხართ...
ახალ წელს მეგობრების გარემოცვაში შეხვდით, დაურეკეთ ადამიანებს, რომლებსაც გული ატკინეთ და გულწრფელად მოუბოდიშეთ. თუ ვინმე მოგწონთ, არაჩვეულებრივი დროა გრძნობებში გამოსატყდომად. ნუ მოსთხოვთ ქალს/მამაკაცს იმწუთასვე გიპასუხოთ. დაელოდეთ.
თხის რქა

თუ დაქორწინეული ხართ
ახალი წლის ღამეს ცოტათი აეჭვიანეთ მეუღლე, ეს მის გრძნობებს გაამძაფრებს. განსაკუთრებით ქალებმა, გაახსენეთ ქმრებს, რომ თქვენ უკვე კარგად წაკითხული წიგნი არ ხართ. დაანახეთ, რომ ჯერ კიდევ კარგად არ გიცნობთ. ეცეკვეთ გამომწვევად, ეფლირტავეთ თვალებით.
თუ თავისუფალი ხართ...
ამ ახალ წელს თავს კატასავით თავისუფლად იგრძნობთ. შეგიძლიათ ყველგან წახვიდეთ და ყველაფერი გააკეთოთ. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ ასეთი. გაიცანით ახალი ადამიანები. დიდი ალბათობით საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, რომელსაც გაიცნობთ, გულს მომავალში გაუტეხავთ.
მერწყული

თუ დაოჯახებული ხართ...
მერწყული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ნიშანია. სოწრედ ამიტომ მეუღლეს გაესაუბრეთ და აუხსენით, რომ რაღაც განსაკუთრებული გსურთ. თუ თქვენი პარტნიორი დაიჟინებს, რომ ტრადიციებს უნდა მიჰყვეთ, მიიღეთ სტუმრები, მაგრამ ეცადეთ მალევე განმარტოვდეთ და სახლიდან აუცილებლად გახვიდეთ. თუ თანახმაა, რომ ახალ წელს არაორდინალურად შეხვდეთ, დაფიქრდით რაზე ოცნებობთ და სურვილი აიხდინეთ.
თუ თავისუფალი ხართ...
ახალი წლის ღამეს თავს მაგნიტად იგრძნობთ, რომელიც პოზიტიურ ადამიანებს იზიდავს. შეხვდებით ქალებს/მამაკაცებს, რომლებიც ყველანაირად აკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნებს/კრიტერიუმებს. საჭიროა ერთ-ერთი აირჩიოთ და ახალი წლის ღამით დატკბეთ.
თევზები

თუ დაოჯახებული ხართ...
ყველა გარემოში თავს კომფორტულად იგრძნობთ, თუ მეუღლესთან ერთად იქნებით. გაიხსენეთ სასიამოვნო მომენტები. თუ ახალ წელს სახლში შეხვდებით დაათვალიერეთ ოჯახის ალბომი, უყურეთ საახალწლო ფილმს, წადით სტუმრად მეგობრებთან. ახალი წელი დაგარწმუნებთ, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი.
თუ თავისუფალი ხართ...
ახალი წელი თავგადასავლებს და დაუვიწყარ ემოციებს გპირდებათ. არ დარჩეთ სახლში. თუ შეყვარებული გყავთ ახალი წლის ღამე მასთან ერთად დაგეგმეთ, თუ თავისუფალი ხართ, მეგობრებს დაუკავშირდით. დაივიწყეთ ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტი და გართობის ყოველდღიური საშუალებები!
რადა მახარაძე