29 დეკემბერი, 2015
რა ძალა აქვს ქალის ღიმილს და რა არის მამაკაცის ბედნიერების მწვერვალი
ქალებს უნარი აქვთ, არა მარტო თავი შეაყვარონ საყვარელ მამაკაცს, არამედ გახადონ თავდაჯერებული, წარმატებული და უბრალოდ ბედნიერი ადამიანი. გიამბობთ ქალის ღიმილის ძალის შესახებ, რაც მამაკაცს წარმატებულს ხდის, ავსებს სინაზითა და სიყვარულით.

ხშირად ხდება, როცა ლამაზი ქალი, მოხდენილი ფიგურითა და კარგი ხასიათით - მარტოხელაა, მაშინ როცა მის მეგობრებს კაცები გარს ახვევიან. გაინტერესებთ რატომ ხდება ასე? ეს ღიმილის დამსახურებაა.

როცა ქალი იცინის, მისი თვალები ანათებს, სიხარულს გამოხატავს და ადამიანს შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მეტი რა სჭირდება
დაღლილ მამაკაცს, რომელიც სამსახურიდან ბრუნდება?

თუ მამაკაცს სამსახურში პრობლემები აქვს, ხელს ჩაიქნევს და საკუთარი თავის რწმენას დაკარგავს, ქალის ღიმილის ძალით ფხიზლდება, წინ მიიწევს და აიძულებს, მომავალს პოზიტიური თვალით შეხედოს. როცა ამ დროს მას ქალი უღიმის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მისი სჯერა, იმედის გაცრუება კი არ შეუძლია.

არავის უყვარს მოწყენილი, ყოველთვის უკმაყოფილო ქალები, ყოველ ნაბიჯზე პრობლემებს რომ ქმნიან და ამ სამყაროში მხოლოდ ცუდს ხედავენ. ასეთი ქალის გვერდით მამაკაცი მორალურად ეცემა, ძალა ეცლება და არც სტიმული აქვს.

ქალი ხომ მამაკაცის თანამგზავრი ვარსკვლავია, და მასზეა დამოკიდებული როგორ გაუნათებს გზას და შესაბამის წარმატებას მიაღწევს. მამაკაცს ნათელს ჰფენს ქალის ღიმილი. არავითარი უკმაყოფილება, გაუთავებელი მითითებები, დადანაშაულება, ცრემლები, წყენა თუ სკანდალი, არამედ ღიმილი.

ხშირად გაუღიმეთ საყვარელ მამაკაცს და აგრძნობინეთ თქვენი სიყვარული, მზრუნველობა და სინაზე. რწმენა, რომ მასში ძალიან გაგიმართლათ.
მაშინ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენს სახეზე ეს ღიმილი ხშირად ნახოს. მამაკაცის ბედნიერების მწვერვალი საყვარელი ქალის გაბედნიერებაა!

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS