29 დეკემბერი, 2015
5 ნიშანი, რომ შეყვარებულს შენი ცოლად მოყვანა სურს
მამაკაცები უფრო ხშირად იწყებენ ურთიერთობას გართობისა და გამოცდილების დაგროვების მიზნით, ვიდრე ქალები. თითქმის ყველა ქალი გულის სიღრმეში თეთრ კაბაზე და ქორწილზე ოცნებობს. ისინი ერთგულებისკენ არიან მიდრეკილები. ალბათ საკუთარი თავისთვის ერთხელ მაინც გიკითხავთ: „ჩემი შეყვარებული ცოლად მომიყვანს?“ ამ სტატიაში გთავაზობთ პასუხს.

1. ხშირად გეუბნება ფრაზას: „ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც...“
მამაკაცი გაგრძნობინებს რამდენად განსაკუთრებული ხარ მისთვის. გეუბნება, რომ ერთადერთი ხარ ვისთანაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებდა, ვისაც თავისი შვილების დედად აირჩევდა... შენ ყოველთვის გესმის მისი, მხარში უდგახარ და ყოველდღიურობას ულამაზებ.

2. მასთან ერთად გეპატიჟებიან წვეულებებზე
თუ ცოლად მოყვანას გიპირებს ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეგობრებს აუცილებლად ეტყვის, რომ შენ გარეშე წვეულებებზე აღარ ივლის.

3. მას დაოჯახებული მეგობრები ჰყავს
მეგობრების ოჯახი კაცს თავის აწმყოზე აფიქრებს. სურს რომ სახლში მზრუნველი ცოლი და მხიარული შვილები ხვდებოდნენ. დაოჯახებული მამაკაცი საზოგადოებაშიც მეტ წონას იძენს. როგორც ამბობენ, ოჯახი კაცის მთავარი ღირსებაა.

4. გთხოვთ, რომ ერთად იცხოვროთ
არც ერთი კაცი უმიზეზოდ არ გთხოვს, რომ მასთან საცხოვრებლად გადახვიდე. ქალთან თანაცხოვრება კომპრომისზე წასვლას მოითხოვს, თუ კაცი მზად არის შენთვის ძმაკაცებთან ერთად გართობა დათმოს და პირადი სივრცე შეამციროს, ნამდვილად უყვარხარ და მომავალ ცოლად მოგიაზრებს.

5. არასდროს გესაუბრება ბრძანების კილოთი
თუ კაცი გენდობა, ამიტომ არ გაკონტროლებს, შენს გრძნობებში დარწმუებულია და ეჭვიანობის სცენებს არ გიწყობს, არასდროს მოგმართავს ბრძანებითი კილოთი, პატივს გცემს და შენი დაკარგვის ეშინია - მომავალ ცოლად აგღიქვამს.

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS