29 დეკემბერი, 2015
არასდროს დაკარგოთ დრო და ენერგია მასზე, ვინც თქვენს მიმართ გულგრილია
ექიმი-ფსიქოთერაპევტი, მწერალი, პუბლიკაციების აქტიური მიმომხილველი ანდრეი კურპატოვი ოქროს წესებს გამოყოფს:

1. არასდროს გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვებზე, იმის გამო, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება
ცდუნება დიდია, მაგრამ შეიწყალეთ საკუთარი თავი. მხოლოდ მაშინ იგრძნობთ ძალას, როცა ამას შინაგანად გააცნობიერებთ - "მე თვითონ ვარ საკუთარი წარუმატებლობისა თუ წარმატების ავტორი".

2. შეიგნეთ, რომ წარსული აღარ არსებობს, დასრულდა.
ჩვენს ხელთ მხოლოდ მომავალია, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ახლანდელ საქმიანობაზე. ნუ დაელოდებით, რომ მომავალი გაგიღიმებთ - ისე მოიქეცით, რომ ვერ შეძლოს ისე, რომ არ გაგიღიმოთ.

3. სხვებს
ძლიერები ვჭირდებით
სუსტი, დაღლილი, უბედური და დატანჯული არავის ვჭირდებით. ნუ დაეცემით! გამოფხიზლდით, გამოდით და გაიგებთ, რომ სანერვიულო არაფერია.

4. ყველა თქვენს ქმედებას შესაბამისი შედეგი მოჰყვება
ყოველთვის იმას ვირჩევთ, რის გამკეთებელიც არ ვართ, არამედ იმას, რაც ამ ქმედებას შედეგად მოჰყვება. ამიტომ, ვიდრე რაიმე სისულელეს ჩაიდენთ, კარგად დაფიქრდით რა მოჰყვება, მაშინ თქვენს ცხოვრებაში შეცდომებიც იკლებს.

5. ისე ნუ იცხოვრებთ, თითქოს მარადიულად ცოცხლობთ
ყველა ჩვენგანი მოკვდავია. ეს გარდაუვალია. ნუ იცხოვრებთ ისე, თითქოს სიცოცხლე მარადიულია და ნუ იცხოვრებთ ისე, თითქოს ხვალ კვდებით. კარგად გაითავისეთ ეს ორი მტკიცებულება და მაშინ ბედნიერების საკუთარ რეცეპტს იპოვით.

6. ის გააკეთეთ, რასაც შინაგანად მიიჩნევთ მნიშვნელოვნად
თუ თავს ცხოვრების აზრზე კითხვას დაუსვამთ ეს დეპრესიაა. მნიშვნელოვანი "ცხოვრების აზრი" კიარა, არამედ ის შეგრძნებაა, რომ აზრიანად ცხოვრობთ. ის გააკეთეთ, რასაც შინაგანად მიიჩნევთ მნიშვნელოვნად. ეს ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს და ნუ გამოეკიდებით წარმატებას. უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის და წარმატება თავად დაგეწევათ.

7. ნურასდროს დაკარგავთ დროსა და ძალას, ვინც თქვენს მიმართ გულგრილია ან კიდევ უფრო უარესი - არ უყვარხართ
ამ სამყაროში ბევრი ადამიანია, ვისთანაც ცხოვრებას ბედნიერად გალევ. უბრალოდ ნუ იქნებით ჩაკეტილი და ეჭვიანი. დაიჯერეთ, გახსნილობითა და სიკეთით არაფერს კარგავთ და ბევრს მოიგებთ.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS