28 დეკემბერი, 2015
თუ თქვენს ქალს ეს 7 თვისება აქვს, არასდროს დაკარგოთ
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა კაცი ხვდება განსაკუთრებულ ქალს, რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ხანდახან მამაკაცებს ოცნების ქალის ამოცნობა უჭირთ. გთავაზობთ 7 თვისებას, რომელიც მეორე ნახევრის შერჩევაში დაგეხმარებათ.

1. თქვენზე ჭკვიანია
ნუ დაგაკომპლექსებთ ქალის ინტელექტი. არსებობს ფრაზა: „ყველა წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი ქალი იმალება," რაც მართალია. ქალის გარეშე მამაკაცი ტიპური ეგოისტია, ქალი კი სიბრძნეს უზიარებს და მიმართულებას აძლევს.

2. კეთილი და მზრუნველია
ქალს თქვენზე ზრუნვა უნდა შეეძლოს. კერძი უნდა მოგიმზადოთ, სარეცხი დარეცხოს, დაალაგოს, ავადმყოფობისას ღამე გაგითენოთ, წამლის დალევა
შეგახსენოთ და ა.შ. ქალი არა მხოლოდ ცოლი, არამედ დედაც არის. მან თქვენს შვილს მორალური ფასეულობები უნდა ჩაუნერგოს. ცხოვრება სირთულეებით არის სავსე, კეთილი და მზრუნველი ქალი კი პრობლემების წინაშე მარტო არ დაგტოვებთ.

3. ენერგიულია
ცხოვრება ხანდახან მონოტორული და მოსაწყენია. ენერგიული ქალი ყოველთვის მოახერხებს თქვენს გახალისებას, შთაგაგონებთ და ცხოვრებას გაგილამაზებთ.

4. კომპრომისზე წასვლა შეუძლია
სიყვარული ხშირ შემთხვევაში უკეთესობისკენ გვცვლის. არ არსებობს ურთიერთობა დათმობის გარეშე. თუ ქალი ძალიან ჯიუტია, მასთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება გაგიჭირდებათ. ან სულ იჩხუბებთ, ან ყოველთვის თქვენ მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა.

5. ვნებიანია
ქორწინება სექსის გარეშე განწირულია. სექსი მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ არის. ეს არის სულიერი და ხორციელი ერთობა, რომლის საშუალებითაც კაცი და ქალი ერთმანეთს სიყვარულს უზიარებს.

6. გიქმნით კომფორტს

თუ ქალთან თავს კომფორტულად არ გრძნობთ, რომანის რომელიმე ეტაპზე მიხვდებით, რომ დაიღალეთ. ქალს სახლში მშვიდი და მყუდრო გარემოს შექმნა უნდა შეეძლოს.

7. ძლიერია, მაგრამ არა მამაკაცური

ძლიერ ქალებს ოქროს შუალედის პოვნა უჭირთ. თუ თქვენი რჩეული დამოუკიდებელია, გადაყწვეტილებების მიღება შეუძლია, არ ეშინია სიახლეებისა და პრობლემების, მაგრამ ამასთან ერთად ქალურია, არავითარ შემთხვევაშ არ დაკარგოთ. ეს ქალი თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება და თან თავს ნამდვილ მამაკაცად გაგრძნობინებთ.

ანდრეა ნარიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
კატუშა
სინსილა,სინსილა გაწყდა კაცების...
19:42 / 12-03-2017
გამოხმაურება / 0 /
0
რატო და იმიტო გინდათ რომ ეკონომიურად უზრუნველგყოოოოთ :)
13:04 / 04-10-2016
გამოხმაურება / 0 /
კირა
სწორედ ასეთI ქალები რჩებიან ყურადღების გარეშე , რადგან ამ ჩერჩეტ კაცებს ურჩევნიათ გვერდით ყავდეთ უფრო მეტად ჩერჩეტი უუნარო და ხელითსათრევი ქალები. ასეთებთან თავს გრძნობენ მ ა გ ა რ კაცებად
10:32 / 09-05-2016
გამოხმაურება / 0 /
თამო
და თუ ასეთი იდეალური ვარ მაშინ სათრევი ქმარი რა თავში სახლელად მინდა?
16:40 / 08-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინი
და პირიქით არა?
15:17 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS