28 დეკემბერი, 2015
11 რამ, რასაც ცოლის გასაბედნიერებლად ვაკეთებ - ''დილით სუფთა ჭურჭელი დავახვედრე''
ბედნიერი ქორწინების შენარჩუნება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა თქვენი პარტნიორი ბედნიერია. ტროი სტოუნკინგი 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დარწმუნდა, რომ წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა აქვს. "იდეალური არ ვარ და შეცდომების დაშვებას ვაგრძელებ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგი ქმარი ვიყო". ფიქრობს, რომ მის ცოლს ეჭვის ნასახიც არ უნდა გაუჩნდეს იმისა, რომ ნამდვილად უყვარს.
გთავაზობთ, მის მიერ რეკომენდირებულ11 მარტივ რჩევას:

1. ვაკეთებ მცირე საშინაო საქმეებს
ამ დილით სუფთა ჭურჭელი დავახვედრე და ჩემი ცოლი მადლიერი იყო. ხშირად ვეხმარება გარეცხვასა და საწოლის გასწორებაში.
მცირე საშინაო საქმეები ჩემი მხრიდან სახლში კომფორტის შექმნაზე ზრუნვის დასტურია.

2. მისი სურვილები ჩემთვის პრიორიტეტია
ვეკითხები ვახშმად რას ისურვებს და ჩემს სურვილს პირველ ადგილზე არ ვაყენებ. ჩემთვის პირველი ყოველთვის ის არის და მხოლოდ შემდეგ მე. არა, ჩვარი არ ვარ, უბრალოდ ვაფასებ მის საჭიროებებს.

3. ბოლომდე ვუსმენ, არ ვაწყვეტინებ
თუ რაიმეს გაზიარება სურს, ყოველთვის ვუსმენ. იმისთვის, რომ უკეთ გავუგო შემიძლია, რამდენიმე კითხვა დავუსვა, თუმცა მისი პრობლემის გადაჭრას არ ვცდილობ, ვიდრე თავად არ მთხოვს. ხანდახან ქალს უბრალოდ საუბარი სჭირდება და ეს სრულიად საკმარისია. უბრალოდ მოუსმინეთ და ამას თქვენც გაიგებთ.

4. ნაზად ვეპყრობი
ჩემი ცოლი ჩემგან უხეშ სიტყვას ვერასდროს მოისმენს. ზედმეტად მიყვარს საიმისოდ, რომ ასე მოვექცე. როცა ვკამათობთ, ემოციებს ვთოკავ და თავაზიანად ვესაუბრები, ვცდილობ ყოველთვის მახსოვდეს რამდენად მნიშნელოვანია ჩემთვის.

5. თავაზიანად ვესაუბრები
თავაზიანი სიტყვები სინაზის გამოხატვაა. ცოლთან საუბრისას ყოველთვის გამოვიყენებ "მადლობა" და "გთხოვ". ვცდილობ, ჩემს საუბარში ჩავაქსოვო მთელი ჩემი გრძნობები და ცოლს განსაკუთრებულად ვესაუბრები, ისე, როგორც არავის.

6. კომპლიმენტებს ვეუბნები
ახალი ვარცხნილობა თუ სამოსი - ვცდილობ, ყოველთვის შევამჩნიო დ კომპლიმენტებს ვეუბნები. მეგობრების გარემოცვაში მასზე ყოველთვის კარგად ვსაუბრობ. მომწონს როგორ ხატავს, როგორ ებრძვის სიზარმაცეს, დილით ადრე დგება - დარბის, როგორ ზრუნავს გარშემომყოფებზე.

7. ვალდებულების არ მეშინია
სახლიდან ნაგვის გატანა, სახლში მცირე სარემონტო სამუშაოები - ჩვენს ოჯახში ჩემი ვალდებულებაა. შესაძლოა მაშინვე არა, მაგრამ ყოველთვის ვაკეთებ. არ მინდა დამატებითი სამუშაოებით დავტვირთო.

8. ვუსმენ, ბოდიშს ვუხდი და დასკვნები გამომაქვს
მარათონელი ვარ, ამიტომ 5 კილომეტრიანი მანძილი ჩემთვის უმნიშვნელოა. ცოტახნის წინ ცოლმა შენიშნა, როცა ვამბობ - "სულ რაღაც 5 კილომეტრი"" , შესაძლოა, ამით ვინმე გავანაწყენო. შემახსენა, რომ ოდესღაც 5 კილომეტრი ჩემთვისაც ძალიან დიდი დისტანცია იყო და სხვისი აზრი უნდა დავაფასო, ვიყო კეთილი. და ამას აღარ ვაკეთებ.

9. მისი აზრით ვინტერესდები
როცა რთული გადაწყვეტილების მიღება მიწევს, მას რჩევას ვთხოვ. ჭკვიანი და გამჭრიახია, იცის რას გრძნობენ ადამიანები. ყოველთვის ღირებულ რჩევებს იძლევა.

10. ყველა მის ოცნებას ვქომაგობ
ვცდილობ, ყველა მისი წამოწყება წავახალისო. ხატვა უყვარს და დაბადების დღეზე სამხატვრო სკოლის კურსების გაკვეთილები ვაჩუქე. მინდა ყველა ოცნება აუხდეს და ყოველთვის მის გვერდით ვარ.

11. ვეუბნები, რომ მიყვარს
ყოველდღიურად, რამდენჯერმე ვეუბნები, რომ მიყვარს. ამ სიტყვებს ყოველთვის გულწრფელად ვიმეორებ და არასდროს კარგავს ძალას. ისიც იმავეს აკეთებს. არ მინდა, ოდესმე ეჭვი შეეპაროს იმაში, რომ ყველაზე მეტად მიყვარს.

ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ, ჩემს ცოლზე დიდ გავლენას ახდენს. ყველაფერს ვაკეთებ მისი გაბედნიერებისთვის, ეს ჩემი, როგორც ქმრის - ვალდებულებაა. ორივე გამუდმებით უნდა ვისწრაფოდეთ იმისკენ, რომ ერთმანეთი გავაბედნიეროთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS