28 დეკემბერი, 2015
ქალი, რომელსაც მამაკაცი არასდროს მიატოვებს
1. მამაკაცი არც ცხოვრების აზრია, არც სამყაროს ცენტრი და არც ოცნების მიზეზი. ცხოვრება გაცილებით საინტერესოა, ქალის ცხოვრებაში მამაკაცის მარტივი არსებობით. ამიტომ არ ღირს ჩამოეკიდოთ ან ემსახუროთ მას, ნუ გახდებით მასზე დამოკიდებული - საკმარისია მის გვერდით ყოფნა, ისიამოვნეთ სიახლოვით.

2. ყოველ ქალს თეურიულად უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ნებისმიერ დროს შეძლოს მამაკაცისგან წასვლა. უნდა იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი, შემდგარი პროფესიონალი და თვითკმაყოფილი პიროვნება.

3. ქალი ყოველთვის ოჯახური კერის მფარველია. სხვაგვარად არ შეიძლება. თუ არ ჭრის და კერავს - გემრიელ
ღვეზელს მაინც უნდა აცხობდეს, ხოლო თუ ღვეზელს ვერ აცხობს, მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კოტლეტების ცხობა უნდა შეეძლოს. მამაკაცი არასდროს წავა იმ სახლიდან, სადაც გემრიელი კერძებით უმასპინძლდებიან.

4. მამაკაცმა გამომუშავებული ფული სრულად არ უნდა მისცეს ქალს. ხოლო ქალი, რომლისგანაც მამაკაცი არ წავა, არსდროს იქექება მამაკაცის ჯიბეში, მაშინაც კი თუ ზუსტად იცის, რომელ ჯიბეში რა უდევს.

5. ქალი - არა მხოლოდ საყვარელი, დიასახლისი და მისი შვილების დედა, არამედ მისი მეგობარია. მამაკაცებს ძალიან უჭირთ სულიერ მარტოობასთან გამკლავება, გამუდმებით სჭირდებათ გეგმების გაზიარება, ყოველდღიურობის განხილვა, რჩევის მიცემა თუ მიღება. თუნდაც წვრილმანებზე.

6. ქალი, რომელსაც მამაკაცი არ მიატოვებს, არასდროს აღიზიანებს პარტნიორს. სკანდალს არ აწყობს, ცუდ ხასიათს გარშემომყოფებს არ გადასდებს, არ მანიპულირებს სექსით. ყოველთვის აგვარებს და თანხმდება, და თუ ვერ თანხმდება უბრალოდ მიდის.

7. ის ყოველთვის სრულყოფილებისკენ ისწრაფვის. ცდილობს, კარგად გამოიყურებოდეს. ებრძვის ცუდ ჩვევებს, სიამოვნებით ხარჯავს ფულს საკუთარი თავისთვის.

8. პატივისცემითა და დიდი ყურადღებით ეპყრობა პარტნიორს.

9. ქალი სუსტი უნდა იყოს, მაგრამ არ აქვს უფლება სულელი იყოს.

10. ქალი, რომლისგანაც მამაკაცები არ მიდიან, ძალიან აფასებს საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ მარტივად და სრულფასოვნად უყვარს მისი პარტნიორი.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სოფი
ქალს მხოლოდ შერჩევა არ შეუძლია.. ქალი პირველ რიგში ზუსტად ასეთი უნდა იყოს როგორიც აღწერილია და საკუთარი თავის პატივისცემა პირველ ადგილზე უნდა ქონდეს! ასეთი ქალი მამაკაცში თუ იგრძნობს წასვლის საშიშროებას მშვიდად და ღიმილით გაამგზავრებს თავის გზაზე (მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მისი წასვლის მერე ძალიან ბევრი იტიროს) და რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც ძალიან ძალიან კარგად იქნება! და იმ წასულ მამაკაცს მთელი ცხოვრება სანანებლად გადაექცევა ასეთი ქალი რომ დაკარგა თავისი უჭკუობით :)
14:41 / 10-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
კაცი ერთგული იქნება თუ არა ეს კაცის ბუნებაზეა დამოკიდებული. ქალს ერთადერთი რაც შეუძლია ის არის რომ ღირსეული და ერთგული კაცი შეარჩიოს. ეს არის სიმართლე.
16:10 / 28-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS