27 დეკემბერი, 2015
4 თემა, რომელიც არასდროს უნდა განიხილოთ პირველ პაემანზე
ხშირად პირველი პაემანი უკანასკნელიც აღმოჩნდება ხოლმე. თუ გსურთ, რომ შეხვედრამ წარმატებით ჩაიაროს და უხერხული მომენტები თავიდან აიცილოთ, არავითარ შემთხვევაში არ წამოიწყოთ 4 თემაზე საუბარი:

1. ყოფილი შეყვარებული
თუ ყოფილი შეყვარებულების ქება-დიდებას დაიწყებთ, ქალი ჩათვლის რომ რომელიმეს მიმართ ჯერ კიდევ დაგრჩათ გრძნობები, მაგრამ თუ გალანძღავთ და გააკრიტიკებთ ყოფილ გოგონებს, ქალი დაფრთხება. ხომ შეიძლება ერთ დღეს ისიც მიატოვოთ და მასზე ჭორაობა დაიწყოთ? ამიტომ საერთოდ ნუ განიხილავთ ძველ ურთიერთობებს. არც მას ჰკითხოთ რატომ დაშორდა ყოფილს.

2. ჯამრთელობა
თუ ქალს უამბობთ,
რომ რაიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ, ის დიდი ალბათობით თქვენგან თავს შორს დაიჭერს. ესეც რომ არა, ძალიან მოსაწყენია მოისმინო ისტორიები სხვა ადამიანის ჯანმრთელობაზე. პლუს პარტნიორი საუბარში ვერ აგყვებათ. ხომ არ მოგითხრობთ, რომ მენსტრუაცია გადაუცდა ან გაზები აწუხებს?

3. ფინანსები
არ მგონია მილიონერი იყოთ, მაგრამ მაშინაც კი თუ ფული თავზე გადაგდით, მოერიდეთ ფინანსებზე საუბარს. ქალს ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა დარჩეს, რომ მის ყიდვას ცდილობთ. მან უნდა დაინახოს, რომ ფული თქვენი ღირსება არ არის. ქალის მოხიბვლა იუმორით, ინტელექტით, თავდაჭერილობითა და ქარიზმით უნდა მოახერხოთ. თუ ფინანსური კრიზისი გაქვთ, რა გეპაემნებათ, პრობლემები გადაწყვიტეთ და მეორე ნახევარი მერე ეძებეთ.... მაგრამ თუ მაინც ვერ ისვენებთ, პირველივე პაემანზე ქალს ნუ გააგებინებთ, რომ უზრუნველყოფილ მომავალს ვერ სთავაზობთ.

4. რელიგია და პოლიტიკა
თუ არ გსურთ, რომ საუბარი ჩხუბით დამთავრდეთ, პოლიტიკას არ შეეხოთ. პოლიტიკური თემების განხილვა ხშირად უარყოფით ვნებათაღელვას იწვევს. შეიძლება თქვენ სხვადასხვა პარტიას უჭერთ მხარს.
რელიგია დელიკატური საკითხია. თუ განსხვავებული რელიგიის ხართ, ერთმანეთს მეორედ აღარ შეხვდებით. რელიგიურმა ფაქტორმა მომავალი ცოლი თუ არა კარგი მეგობარი მაინც შეიძლება, დაგაკარგვინოთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS