27 დეკემბერი, 2015
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ცნობილი ადამიანები
1. ვაჟა - ფშაველა
ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) 14 ივლისს სოფ. ჩარგალში მოევლინა ქვეყანას. მისი დაბადების რიცხვი კირჩხიბის მესამე დეკადას ემთხვევა. ამ პერიოდში გაჩენილი ადამიანები პატრიოტიზმითა და ოჯახის სიყვარულით გამოირჩევიან. მართლაც, დიდი პოეტი სამშობლოს მოტრფიალე იყო. ვაჟა-ფშაველა მსოფლიო მნიშვნელობის პოეტია. ლუკაში კირჩხიბის რომანტიზმიც ჭარბობდა, სწორედ ამიტომ მას მთვარის შუქზეც კი შეეძლო წერა.

2. ზინედინ ზიდანი
ზინედინ ზიდანი 23 ივნისს დაიბადა. ამ პერიოდში დაბადებული კირჩხიბები განსაკუთრებულად მიზანდასახულები და შრომისმოყვარეები არიან. ზიდანიც პატარაობიდანვე მონდომებით ვარჯიშობდა, რომ ცნობილი ფეხბურთელი გამხდარიყო. ზემოთ
აღნიშნულმა თვისებებმა ზინედინს უდიდესი წარმატება მოუტანა, ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კირჩხიბის პირველ დეკადაში დაბადებული მამაკაცები ფილანტროპიისკენ არიან მიდრეკილები, რისი მაგალითიც ფეხბურთელის საქველმოქმედო ფონდია. სპორტსმენი შეზღდულ შესაძლებლობათა მქონე ბავშვებს ეხმარება.

3. ერიხ მარია რემარკი
რემარკის დაბადების თარიღი 22 ივნისია. ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ კირჩხიბები ხელოვნებაში, მათ შორის მწერლობაში, ადვილად აღწევენ წარმატებას. მართლაც, რემარკის რომანები მთელ ამერიკაში ელვისებური სისწრაფით იყიდებოდა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მის სამშობლო გერმანიაზე. საბოლოო ჯამში ერიხის შემოქმედებამ არა მხოლოს ევროპა და ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო მოიცვა.

4. რემბრანდტი
რემბრანდტი ჰოლანდიელი მხატვარია, რომლის მოღვაწეობაც ჰოლანდიის "ოქროს ხანას" დაემთხვა. ის ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი გენიოსად არის აღიარებული. ფერმწერი 15 ივლისს დაიბადა. არსებობს ვერსია, რომ არავის დაუხატავს იმდენი პორტრეტი რამდენიც რემბრანდტს.

5. ფრანც კაფკა
ფრანც კაფკა, უდიდესი გერმანელი მწერალი, 3 ივლისს დაიბადა. ფრანცი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადაში მოხვდა. მისი ხასიათის თავისებურებები იყო: ირონიულობა, პრეტენზიულობა, ცვალებადობა. მიუხედვაად ამისა წყაროებო გადმოგვცემს, რომ მწერალს გონებამახვილი იუმორი ჰქონდა. ფრანცის ბევრი რომანი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

6. ერნესტ ჰემინგუეი
21 ივლისს ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი, ერნესტ ჰემინგუეი მოევლინა ქვეყანას. ერნესტის ნიჭი მის სიცოცხლეშივე აღიარეს. ასტროლოგების აზრით, კირჩხიბის მესამე დეკადაში დაბადებული ადამიანები მოუსვენრები და მოძრავები არიან. ჰემინგუეი ამართლებს ამ ჰიპოტეზას, მან ევროპის თითქმის ყველა ომში მიიღო მონაწილეობა.

7. ამადეო მოდილიანი
ამადეო მოდილიანი 12 ივნისს დაიბადა. იტალიელმა მხატვარმა და მოქანდაკემ ექსპრესიონიზმის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. მოდილიანის შემოქმედება ცნობილია ნუშისებრი თვალებით, რომელსაც გუგები არ აქვს. "მე მაშინ დავხატავ თქვენს თვალებს, როცა ამოვიცნობ
თქვენს სულს." - ამბობდა ფერმწერი.

8. შარლოტა ბრონტე
21 ივლისს დაბადებულმა შარლოტა ბრონტემ თითქმის მთელი ცხოვრება სოფელში გაატარა, თუმცა გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას მწერლისთვის მოღვაწეობაში ხელი არ შეუშლია. საოცარმა ფანტაზიის უნარმა, სიტყვის მარაგმა, წერის სტილმა და ქალურმა ინტუიციამ მას "ჯეინ ეარი" შეაქმნევინა.

9. ედგარ დეგა
ედგარ დეგა, ფრანგი ფერმწერი, 19 ივლისს დაიბადა. დეგა ცნობილია, როგორც მოცეკვავე ქალების მხატვარი, განსაკუთრებით უყვარდა ბალერინების რეპეტიზიებზე დაკვირვება და მათი ტილოზე ასახვა. ედგარს არასდროს შეუქმნია ოჯახი, საკუთარი თავი ხელოვნებას შეწირა. დეგა შიშველი ნატურების გამოსახვის ოსტატიც იყო.

10. ტოტო კუტუნიო
7 ივლისს დაბადებულმა იტალიელმა პოპ-მომღერალმა ტოტო კუტუნიომ დიდი პოპულარულობა მოიპოვა. მომღერალმა მუსიკალური ჯგუფი ჩამოაყალიბა. ტოტოს მოგებული აქვს ევროვიზიის კონკურსი.

11. ლივ ტაილერი
38 წლის მსახიობი და მოდელი ლივ ტაილერი 1 ივლისს დაიბადა. ლივი 14 წლის ასაკში მოდის ინდუსტრიაში ჩაება. აგენტები და მოდის სახლები ტაილერის სილამაზით მოიხბლნენ, სწორედ ამიტომ გოგონას გზის გაკაფვა არ გასჭირვებია. ლივის პირველი ფილმი "ჩუმი შემოდგომა" იყო, თუმცა ჰოლივუდში პოპულარულობა მოგვიანებით მოიპოვა.

ანდრეა ნარიანი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ემი
მოდელიანი 12 ივლისს დაიბადა.
13:23 / 08-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS