27 დეკემბერი, 2015
ჰარუკი მურაკამის ცხოვრების 26 უმთავრესი ციტატა - „თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა, ცხოვრება უინტერესო გახდება“
ხშირად, რთულია მოძებნო სიტყვები, რომლებიც შენს გრძნობებს, ემოციებსა თუ ცხოვრებისეულ განცდებს ზუსტად გადმოსცემს. ჰარუკი მურაკამი კი სწორედ ის მწერალია, ვისაც ეს კარგად გამოსდის. თითქოს ესმის რა ხდება ადამიანთა სულებში და ზუსტად გადმოსცემს.

1. პროფესია უპირველესად სასიყვარულო აქტი უნდა იყოს და არა ხელსაყრელი ქორწინება. და ვიდრე გვიანი არ არის, ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქმე მთელ ცხოვრებაშია - ეს საქმე არ არის, ეს ცხოვრებაა.

2. უსიყვარულოდ სამყარო ქარია ფანჯრის მიღმა. ვერ შეეხები, არც სურნელი აქვს.

3. ადრე ვფიქრობდი, რომ ადამიანი
წლიდან წლამდე იზრდება. აღმოჩნდა, რომ -არა. ადამიანი მყისიერად იზრდება.

4. გაზაფხული - ისეთი დროა, როცა რაიმე ახლის წამოწყება ძალიან კარგია.

5. ამ ქვეყნად მცდარი აზრი არ არსებობს. არსებობს აზრი, რომელიც ჩვენსას არ ემთხვევა, სულ ესაა.

6. ტყეში ყოფნისას, მთლიანად ტყის ნაწილი ხდები. წვიმაში ყოფნისას - წვიმის ნაწილი. დილა თენდება - დილის ნაწილი. ჩემს გვერდით ზიხარ
- ჩემი ნაწილი ხარ.

7. ქალაქში ცხოვრებისას გასწავლიან ძირს იხედო - ფეხქვეშ რა გაქვს. ის, რომ ამ ქვეყნად არსებობს ცა, არავის ახსოვს.

8. ჩახუტებისას, ერთმანეთს საკუთარ შიშებს ვუზიარებთ.

9. სიმშვიდეშია ძალა.

10. შეცდომები - ცხოვრების პუნქტუაციური ნიშნებია, რომელთა გარეშე, ისევე როგორც ტექსტი, აზრს დაკარგავს.

11. როგორც არ უნდა ეცადო, როცა ავად ხარ - გტკივა.

12. გრძნობები აუცილებლად უნდა გამოხატო. უარესია, თუ ამას შეწყვეტ. მაშინ შიგნით დაგროვდება, შინაგან ზიანს მოგაყენებს და საბოლოოდ -
გარდაიცვლები.

13. მარტოობა არ მიყვარს. უბრალოდ გავურბივარ ზედმეტ ნაცნობობას, იმისთვის, რომ ზედმეტი იმედგაცრუება ავირიდო.

14
. როგორც ჩანს, გული მძიმე ჭურვში იმალება და მისი გადაცემა მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის შეიძლება. ალბათ ამიტომ არ გამომდის
სიყვარული.

15
. ერთმანეთთან გულწრფელები იყოთ და დახმარება გსურდეს - აი, რა არის მთავარი.

16. ნებისმიერ სიცარიელეს რამე აუცილებლად შეავსებს.

17. ადამინს იმედს ჩუქნიან და ის მას საწვავივით იყენებს, რათა ცხოვრების გაგრძელება შეძლოს. უიმედოდ არავითარი "გაგრძელება" არ არსებობს.

18. მთელი ჩვენი რეალობა დაუსრულებელი ბრძოლაა იმათ შორის, რაც ნამდვილად იყო და რისი გახსენებაც არ გსურს.

19. ყველაზე მთავარია - არა ის, ძალიან დიდი რაზეც სხვები ფიქრობდნენ, არამედ ის პატარა, რასაც შენთვითონ მიაღწიე.

20. თუ შორიდან უმზერთ, ნებისმიერი რამ ლამაზად მოგეჩვენებათ.

21
. ხშირად ხდება, რომ სწორედ წვრილმანებისგან იწყება სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები.

22. მეხსიერება ადამიანს შიგნიდან ათბობს. და იმავე დროს ანადგურებს.

23
. მაღალი ეფექტურობით არასწორი მიმართულებით მოძრაობა კიდევ უფრო უარესია, ვიდრე უმოძრაობა.

24. ცხოვრებაში ბევრი ადამიანი გყავს, ვინც შენთან შენზე ისაუბრებდა?

25.
თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა, ცხოვრება უინტერესო გახდება.

26
. ჩემს ცხოვრებაში ვისაც სურს შემოდის, ვისაც სურს - მიდის. მაგრამ ყველასთვის ერთი საერთო კანონი მაქვს: შემოსვლისას - ფეხი გაიწმინდეთ, წასვლისას - კარი გაიხურეთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS