1. ერთი დანახვით შეყვარება
შეიძლება, ზოგიერთ თქვენგანს ერთი ნახვით შეყვარება ღიმილს გვრიდეს და ზღაპრულად ეჩვენებოდეს, მაგრამ ექიმები საპირისპიროში გვარწმუნებენ. პირველივე შეხვედრაზე შეყვარება თურმე სავსებით რეალურია! მეცნიერები ამბობენ, რომ ეს გრძნობა არც თუ ისე ძლიერი და სანდოა. ქართულ ანდაზას თუ დავუჯერებთ: ქარის მოტანის ქარი წაიღებს. სამაგიეროდ ასეთი სიყვარული გამორჩეულად ვნებიანია. პირველი შეხვედრისას ჩნდება ნაპერწკალი, რომელიც ორგანიზმში ქიმიურ პროცესებს იწვევს, აჩქარებს გულისცემას, აუმჯობესებს ენდორფინის გამომუშავებას, ხდება მღელვარებისა და უძილობის მიზეზი. ერთი ნახვით შეყვარება ძალიან
2. მოკლევადიანი ფსიქიკური აშლილობა
იტალიელმა ექიმებმა გამოიკვლიეს შეყვარებული წყვილები, ჩაატარეს ცდები და აღმოაჩინეს, რომ შეყვარებული ადამიანი პირველი 6 თვე ავლენს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პაციენტისთვის ჩვეულ სიმპტომებს, თუმცა 6 თვის შემდეგ უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. ამ დროს ჰორმონ სეროტონინის მაჩვენებელი დაბლა იწევს.
3. სიყვარულის ფორმულა
სიყვარული = სეროტონინი + დოფამინი - ნორადრენალინი
სეროტონინი არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, ამცირებს მადას, გიცავთ გასუქებისგან, გიწესრიგებთ სქესობრივ ცხოვრებას რადგან ზრდის თქვენს ლიბიდოს. ზეგავლენას ახდენს კონცენტრირებისა და ათვისების უნარებზე. სეროტონინის ნაკლებობა იწვევს დეპრესიას.
თქვენი სხეული დოფამინს ჯილდოს მიღებისას გამოიმუშავებს. ექსრავერტებში ეს ჰორმონი უფრო ჭარბად გამოიყოფა, ვიდრე ინტროვერტებში. დოფამინის დიდი დოზა შიზოფრენიას იწვევს. სწორედ ამიტომ სიყვარული ხანდახან შიზოფრენიაში გადაიზრდება.
ნორადრენალინი სტრესის ჰორმონია, რომელიც გამომუშავებიდან 72 საათი რჩება ჩვენს ორგანიზმში. ის იწვევს გულისცემის შენელებას, ორგანიზმის გამოფიტვას, ხელს უშლის მეტაბოლიზმს და აფერხებს სექსუალურ ცხოვრებას.
რადა მახარაძე