26 დეკემბერი, 2015
ვინ უქმნის საფრთხეს თქვენს ურთიერთობას, ამაზე ყველა მამაკაცი უნდა დაფიქრდეს
თქვენი პარტნიორის ირგვლივ ალბათ ბევრი მამაკაცი ტრიალებს. შეუძლებელია, ქალი გიყვარდეთ და ოდნავი ეჭვიანობის გრძნობა მაინც არ გაწუხებდეთ. ხანდახან თქვენი ეჭვი უსაფუძვლოა, ზოგჯერ კი მართლა ღირს აღელვება. სტატიაში გთავაზობთ კაცებს, რომლებზე ეჭვიანობა ნამდვილად ღირს:

1. ყოფილი შეყვარებული
ვინ არის ყოფილი შეყვარებული? ეს არის ადამიანი, რომელსაც თქვენი ქალი ბარ-რესტორნებში დაჰყავდა და ყოველ ბნელ კუთხეში კოცნიდა. რა თქმა უნდა, უკვე ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მეგობრობის უკან ხშირად მიძინებული ცეცხლი იმალება. როცა ყოფილი წყვილი განმარტოებულია პოლიტიკასა და კულტურაზე არ საუბრობს...
ქალი და კაცი ძველ, ტკბილ მოგონებებს იხსენებენ.

2. ბავშვობის მეგობარი
ბავშვობის მეგობარი ყოფილ შეყვარებულზე არანაკლებ საშიშია. ამ კაცმა თქვენს რჩეულზე გაცილებით მეტი იცის, ვიდრე თავად თქვენ. დიდი ალბათობით საიდუმლოებებიც აკავშირებთ. თუ შეყვარებულს რამეს აწყენინებთ, ის აუცილებლად მეგობრის მხარზე იქვითინებს. იცით რა აახლოებს ქალსა და მამაკაცს? გულახდილობა და თანაგრძნობა.

3. კოლეგა

Rating
ადამიანები დღეში საშუალოდ 8 საათს სამსახურში ატარებენ. თქვენი შეყვარებული კოლეგასთან ერთად დილას ყავას სვამს, შუადღეს კი ლანჩს შეექცევა. მათ საერთო საქმე აქვთ, სასაუბრო თემაც არასდროს გამოელევათ.

4. უფროსი
უფროსი თქვენი შეყვარებულის მასწავლებელია. ის გამოცდილებას უზიარებს თავის ქვეშევრდომს. გარკვეულწილად სწორედ მის სიმპათიებზეა დამოკიდებული თქვენი პარტნიორის კარიერული წინსვლა. დიდი ალბათობით თქვენი შეყვარებული ამას ხვდება და მისი გულის მოგებას ცდილობს. ზოგჯერ უბრალოდ ღიმილით, ხანდახან კი მსუბუქი ფლირტით.

ანდრეა ნარიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS