1. ყოფილი შეყვარებული
ვინ არის ყოფილი შეყვარებული? ეს არის ადამიანი, რომელსაც თქვენი ქალი ბარ-რესტორნებში დაჰყავდა და ყოველ ბნელ კუთხეში კოცნიდა. რა თქმა უნდა, უკვე ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მეგობრობის უკან ხშირად მიძინებული ცეცხლი იმალება. როცა ყოფილი წყვილი განმარტოებულია პოლიტიკასა და კულტურაზე არ საუბრობს...
2. ბავშვობის მეგობარი
ბავშვობის მეგობარი ყოფილ შეყვარებულზე არანაკლებ საშიშია. ამ კაცმა თქვენს რჩეულზე გაცილებით მეტი იცის, ვიდრე თავად თქვენ. დიდი ალბათობით საიდუმლოებებიც აკავშირებთ. თუ შეყვარებულს რამეს აწყენინებთ, ის აუცილებლად მეგობრის მხარზე იქვითინებს. იცით რა აახლოებს ქალსა და მამაკაცს? გულახდილობა და თანაგრძნობა.
3. კოლეგა

ადამიანები დღეში საშუალოდ 8 საათს სამსახურში ატარებენ. თქვენი შეყვარებული კოლეგასთან ერთად დილას ყავას სვამს, შუადღეს კი ლანჩს შეექცევა. მათ საერთო საქმე აქვთ, სასაუბრო თემაც არასდროს გამოელევათ.
4. უფროსი
უფროსი თქვენი შეყვარებულის მასწავლებელია. ის გამოცდილებას უზიარებს თავის ქვეშევრდომს. გარკვეულწილად სწორედ მის სიმპათიებზეა დამოკიდებული თქვენი პარტნიორის კარიერული წინსვლა. დიდი ალბათობით თქვენი შეყვარებული ამას ხვდება და მისი გულის მოგებას ცდილობს. ზოგჯერ უბრალოდ ღიმილით, ხანდახან კი მსუბუქი ფლირტით.
ანდრეა ნარიანი