1. მოუსმინეთ ქალს
ქალებს ძალიან მოსწონთ კაცები, რომლებსაც მოსმენის კულტურა აქვთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ქალი ცხოვრებისეულ მოვლენებს გაცილებით უფრო მძაფრად აღიქვამს, ვიდრე მამაკაცი და შესაბამისად შთაბეჭდილებების გაზიარება სურს.
2. მოუმზადეთ კერძი
დაპატიჟეთ თქვენგან და მოუმზადეთ გემრიელი კერძი. თუ თქვენთან ამოსვლაზე უარს იტყვის, კონტეინერი გამოიყენეთ. ლანჩის პერიოდში სამსახურში ან უნივერსიტეტში ლანჩბოქსი მიუტანეთ. ეს მზრუნველობის გამოსახატად არაჩვეულებრივი ჟესტია.
3. დაანახეთ თქვენი მგრძნობიარე მხარე
არავითარ შემთხვევაში არ იტიროთ ქალის თანდასწრებით ურთიერთობის პირველ ეტაპზე, თუმცა დაანახეთ, რომ მგრძნობიარე ხართ. მისი თანდასწრებით დაეხმარეთ გაჭირვებულებს, მოჰკიდეთ ქალს ხელი და ბავშვთა სახლში ან მოხუცთა თავშესაფარში მოხალისედ წაიყვანეთ, მისთვის ძვირფას ადამიანებს პორბლემების მოგვარებაში დაეხმარეს, ქალმა უნდა იცოდეს, რომ თანაგრძნობის უნარი გაქვთ.
4. წაყევით საყიდლებზე
არსებობს სტერეოტიპი, რომ მამაკაცები საყიდლებზე სიარულს ვერ იტანენ. სინამდვილეში შოპიგზე ნამდვილად შეიძლება გაერთოთ. ქალი თქვენ წინაშე პოდიუმს გამართავს, სხვადასხვა ლამაზ ტანსაცმელში გამოეწყობა და თქვენი აზრითაც დაინტერესდება. შოპინგი არ მოიცავს მხოლოდ მაღაზიებში სიარულს, ეს ერთგვარი რიტუალია, რომელიც ხშირ შემთხვევაში კაფეში დაჯდომით მთავრდება.
5. გააცინეთ
ქალებს მოსწონთ ისეთ მამაკაცებთან ურთიერთობა, რომლებსაც იუმორი აქვთ. თუ ქალი თქვენთან ერთად იწყენს ან თქვენი ხუმრობები გულს ტკენს, არავითარ შემთხვევაში არ მოგისაზრებთ მომავალ შეყვარებულად.
ანდრეა ნარიანი