26 დეკემბერი, 2015
გინდათ, ქალს თავდავიწყებამდე შეაყვაროთ თავი? მაშინ გადადგით ეს 5 ნაბიჯი
ქალებს მამაკაცების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. თუ ქალს ნამდვილად უყვარდება, მისი გრძნობა ძლიერი და გიჟურია. ჩნდება ერთი პრობლემა: როგორ შევაყვაროთ ქალს თავი? ქალების დიდი ნაწილი ინდივიდუალურია და მათ სპეციალური მიდგომა სჭირდებათ, თუმცა არსებობენ გოგონები, რომელთა მოხიბვლა არც თუ ისე ძნელია. მამაკაცებო/ბიჭებო, გთავაზობთ 5 ნაბიჯს ქალის გულის მოსაგებად:

1. მოუსმინეთ ქალს
ქალებს ძალიან მოსწონთ კაცები, რომლებსაც მოსმენის კულტურა აქვთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ქალი ცხოვრებისეულ მოვლენებს გაცილებით უფრო მძაფრად აღიქვამს, ვიდრე მამაკაცი და შესაბამისად შთაბეჭდილებების გაზიარება სურს.
ქალებს საუკეთესო მეგობარი სჭირდებათ. მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალს ჭკუას არიგებენ და ცხოვრებას ასწავლიან. ნუ გაქვთ პრეტენზია იმაზე, რომ ქალი უნდა გაზარდოთ. მისი მამა არ ხართ. პატივი ეცით ქალის აზრს და საუბარი არ შეაწყვეტინოთ.

2. მოუმზადეთ კერძი
დაპატიჟეთ თქვენგან და მოუმზადეთ გემრიელი კერძი. თუ თქვენთან ამოსვლაზე უარს იტყვის, კონტეინერი გამოიყენეთ. ლანჩის პერიოდში სამსახურში ან უნივერსიტეტში ლანჩბოქსი მიუტანეთ. ეს მზრუნველობის გამოსახატად არაჩვეულებრივი ჟესტია.

3. დაანახეთ თქვენი მგრძნობიარე მხარე
არავითარ შემთხვევაში არ იტიროთ ქალის თანდასწრებით ურთიერთობის პირველ ეტაპზე, თუმცა დაანახეთ, რომ მგრძნობიარე ხართ. მისი თანდასწრებით დაეხმარეთ გაჭირვებულებს, მოჰკიდეთ ქალს ხელი და ბავშვთა სახლში ან მოხუცთა თავშესაფარში მოხალისედ წაიყვანეთ, მისთვის ძვირფას ადამიანებს პორბლემების მოგვარებაში დაეხმარეს, ქალმა უნდა იცოდეს, რომ თანაგრძნობის უნარი გაქვთ.

4. წაყევით საყიდლებზე
არსებობს სტერეოტიპი, რომ მამაკაცები საყიდლებზე სიარულს ვერ იტანენ. სინამდვილეში შოპიგზე ნამდვილად შეიძლება გაერთოთ. ქალი თქვენ წინაშე პოდიუმს გამართავს, სხვადასხვა ლამაზ ტანსაცმელში გამოეწყობა და თქვენი აზრითაც დაინტერესდება. შოპინგი არ მოიცავს მხოლოდ მაღაზიებში სიარულს, ეს ერთგვარი რიტუალია, რომელიც ხშირ შემთხვევაში კაფეში დაჯდომით მთავრდება.

5. გააცინეთ
ქალებს მოსწონთ ისეთ მამაკაცებთან ურთიერთობა, რომლებსაც იუმორი აქვთ. თუ ქალი თქვენთან ერთად იწყენს ან თქვენი ხუმრობები გულს ტკენს, არავითარ შემთხვევაში არ მოგისაზრებთ მომავალ შეყვარებულად.

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS