თუ შენს წრეში თხის რქა ტრიალებს, მნიშვნელოვანია იცოდე მისი ძლიერი მხარეები.
მაშ ასე! გაიგეთ მისი ფარული ღირსებების შესახებ:
1. ამბიციური
თხის რქა გამუდმებით ამბიციებითაა მოტივირებული. თითქოს უხილავი ძალით მიიწევს წინ და მისი მიზანდასახულობა, წარმატებისკენ სწრაფვა სხვებისთვის ხშირად შთაგონების წყაროა. ეს თვისება მათ შესანიშნავ მშობლებად აქცევს.

2. მომთმენი
ზოდიაქოს ამ
ყოველთვის დადებითი შედეგისთვის ისწრაფვის, ამიტომ სიტუაციის კონტროლი უყვარს. მისთვის აუცილებელია იცოდეს სად, რა ხდება. თუ საქმეს ხელი მოჰკიდა, თავის მაქსიმუმს გააკეთებს.

3. პატიოსნება
თხის რქა ყოველთვის სიმართლის თქმას არჩევს და გარშემომყოფებისგანაც იმავეს მოითხოვს. მიუხედავად ამისა თავაზიანია და სხვის გრძნობებს აფასებს, ამიტომ მის შეხედულებებს დელიკატურად უზიარებს მათ, რათა მოსაუბრე არ გააღიზიანოს.

4. ორგანიზებული
მათთან ურთიერთობა ადვილია, კარგად იციან რა არის ლოგიკა. მარტივი და გასაგები დასკვნები აქვთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, ყველა შესაძლო ვარიანტს ითვალისწინებს. თხის რქა ბუნებით ორგანიზებული ადამიანია. იშვიათი გეგმის შედგენა შეუძლია.

5. ალტრუიზმი
მიუხედავად იმისა, რომ პირად წარმატებას, პატივისცემასა და დიდებას თხის რქა ძალიან აფასებს, რთულ სიტუაციაში მზად არის დაგეხმაროთ, მაშინაც კი თუ მისი ინტერესების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა. თხის რქისთვის ოჯახი - ადამიანები, რომლებიც გვერდში უდგანან და აფასებენ.

პენი ლეინი