ნუ ეუხეშები, თავაზიანად გაუღიმე, ანუგეშე და გამოკვებე დიდი სიხარულით.
ის ძლიერია, მაგრამ სიკვდილამდე ბავშვად ყოფნა სიამოვნებს.
ნუ აიძულებ, თავად დაიწყოს თეფშის ძიება და საჭმლის დასხმა, ეს ქალისთვის დიდი სირცხვილია.
ყველაფერი შენიშნე და აღნიშნე, სახლში სისუფთავე და სასიამოვნო გარემო შეინარჩუნე, თავს მოუარე, ლოყები შეიფერადე და ალერსით უმზირე.
ნუ აეჭვიანებ და ნუ
მაშინ აუცილებლად მოგისმენთ, გაითვალისწინებს თქვენს აზრს და ყოველთვის შეგაქებთ, კარგ მეოჯახედ ჩაგთვლით, თქვენით იამაყებს.
ჯერ შენ იყავი კარგი და ქმარიც კარგი გეყოლება. მოითმინე და შენი სიყვარულით განკურნე, არ შეეწინააღმდეგო, ნუ დააკნინებ მის აზრს და სხვასთან არასდროს წავა. თუ ოჯახურ სიწმინდეს იგრძნობს, სხვა ქალების მიმართ გულგრილი გახდება და არც სინდისი მისცემს გვერდზე გავლის საშუალებას.
ასეთია ჩვენი, ქალების ხვედრი - თუ ვინმე შეიყვარე, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მეგობრობის გარეშე არაფერი გამოვა.
გაახარე სიყვარულით საკუთარი თავი და საყვარელი მამაკაციც. შენი ქმარიც დაწინაურდება, მაშინვე მიხვდება, რომ თვითონაც იმავე სიკეთითა და სიყვარულით უნდა გიპასუხოს. და როცა ის ამ სიმშვიდეს გაიზიარებს, ეს იქნება ნამდვილი ოჯახური ტაძარი, სადაც ცოდვის ჩადენა და წყენინება დაუშვებელია, სულიერი სიმშვიდე მოვა, ღვთაებრივი მადლი.."
პენი ლეინი