26 დეკემბერი, 2015
ბებიის რჩევა, როგორ შეინარჩუნოთ სიყვარული, ქმარი და ოჯახური სიმშვიდე
"დილით, გამთენიისას, უხმაუროდ ადექი, ისე, რომ ქმარი არ გააღვიძო. ფეხსაცმელები და ტანსაცმელი გაუმზადე, ყველაფერი უნდა პრიალებდეს. ის გაიღვიძებს, შენ კი გემრიელი კერძებით გაშლილ სუფრას დაახვედრებ..

ნუ ეუხეშები, თავაზიანად გაუღიმე, ანუგეშე და გამოკვებე დიდი სიხარულით.
ის ძლიერია, მაგრამ სიკვდილამდე ბავშვად ყოფნა სიამოვნებს.

ნუ აიძულებ, თავად დაიწყოს თეფშის ძიება და საჭმლის დასხმა, ეს ქალისთვის დიდი სირცხვილია.

ყველაფერი შენიშნე და აღნიშნე, სახლში სისუფთავე და სასიამოვნო გარემო შეინარჩუნე, თავს მოუარე, ლოყები შეიფერადე და ალერსით უმზირე.
ნუ აეჭვიანებ და ნუ
გააღიზიანებ უმიზეზოდ. ნურავის მოიხსენიებ მის წინაშე აუგად, განსაკუთრებით ქმარს.

მაშინ აუცილებლად მოგისმენთ, გაითვალისწინებს თქვენს აზრს და ყოველთვის შეგაქებთ, კარგ მეოჯახედ ჩაგთვლით, თქვენით იამაყებს.

ჯერ შენ იყავი კარგი და ქმარიც კარგი გეყოლება. მოითმინე და შენი სიყვარულით განკურნე, არ შეეწინააღმდეგო, ნუ დააკნინებ მის აზრს და სხვასთან არასდროს წავა. თუ ოჯახურ სიწმინდეს იგრძნობს, სხვა ქალების მიმართ გულგრილი გახდება და არც სინდისი მისცემს გვერდზე გავლის საშუალებას.

ასეთია ჩვენი, ქალების ხვედრი - თუ ვინმე შეიყვარე, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მეგობრობის გარეშე არაფერი გამოვა.
გაახარე სიყვარულით საკუთარი თავი და საყვარელი მამაკაციც. შენი ქმარიც დაწინაურდება, მაშინვე მიხვდება, რომ თვითონაც იმავე სიკეთითა და სიყვარულით უნდა გიპასუხოს. და როცა ის ამ სიმშვიდეს გაიზიარებს, ეს იქნება ნამდვილი ოჯახური ტაძარი, სადაც ცოდვის ჩადენა და წყენინება დაუშვებელია, სულიერი სიმშვიდე მოვა, ღვთაებრივი მადლი.."

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნანი
რამხელა სიმართლეა,ნეტა ყველამ გაითვალისწინოს.
11:53 / 30-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
კარგ ცოლს მამაკაცი არასოდეს არ აფასებს!!!
13:33 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS