25 დეკემბერი, 2015
სავსემთვარეობა -2015 წლის 25 დეკემბერი, როგორ იმოქმედებს ეს ღამე თქვენს ცხოვრებზე
ადამიანების აზრით სავსემთვარეობის დროს ბევრი ამოუხსნელი მოვლენა ხდება. სავსე მთვარის ენერგია უნდა გამოიყენოთ თქვენი და თქვენი ახლობლების საკეთილდღეოდ - მაშინ ეს დღე ბევრ დადებით ემოციასა და წარმატებას მოგიტანთ.

25 დეკემბრის ღამეს ადამიანების მთავარი დავალებაა თავი ხელში აიყვანონ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ნებისმიერ სიტუაციაში საღად იაზროვნონ.

კარიერა და ფინანსები

სასვემთვარეობის დღეს სამუშაო ფერხდება, ამიტომ უმჯობესია ყურადღება სხვა აქტუალურ პრობლემებზე გადაიტანოთ, რომელთა გადაწყვეტას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.
წარმატების უკუგდება შესაძლოა პესიმისტურმა განწყობამ გამოიწვიოს. უმჯობესია ამ საღამოსვე მიიღოთ გადაწყვეტილებები,
ძვირადღირებული "შოპინგი" კი გადადეთ. ამ დღეს მთვარე არ მოიწონებს გასესხებას. ნუ გასცემთ ფულს და ნურც კრედიტს აიღებთ - სამომავლოდ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

სიყვარული, ურთიერთობა, ოჯახი

ოჯახურ კამათს ვარსკვლავები საკმაოდ ნეგატიურად აღიქვამენ. სჯობს სიმშვიდე შეინარჩუნოთ და აკონტროლოთ სტაბილურობა.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ღამე აქტიუორობით გამოირჩევა. ამიტომ 25 დეკემბერს შესაძლოა, ახალი ნაცნობი შეიძინოთ ან ძველი მეგობრობა აღადგინოთ. ასეთ დღეებში ადამიანებს ჩვეულებრივზე მეტად სიამოვნებთ თავის მოვლა. დააფასეთ უანგარობა - ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ეს გულწრფელი პატივისცემის ნიშანია.

ჯანმრთელობა

სავსემთვარეობის ღამეს, ამ ბუნდოვან საღამოს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება. დატვირთული დღის ბოლოს საჭიროა წყნარი საღამო -ვარსკვლავები კეთილგანწყობილი იქნებიან მათ მიმართ, ვინც ამ საღამოს წყნარად განტვირთვას არჩევს.

სავსემთვარეობის საღამოს სტუმრის მიღება კარგი საქციელი იქნება. ნუ გაანადგურებთ, ააშენეთ და ვარსკვლავები აუცილებლად გაჩუქებენ წარმატებას, რამდენადაც სიკეთის ქმნა ამ საღამოს ორმაგად სასიამოვნო იქნება.

სპორტშიც ზომიერებაა საჭირო - გადამეტებულმა აქტივობამ შესაძლოა, გადაღლილობა და თავის ტკივილი გამოიწვიოს.

გახსოვდეთ! ნებისნიერი სავსემთვარეონობა მნიშნელოვანია, მას როგორც წარმატებისა და ბედნიერების, ისე წარუმატებლობის მოტანა შეუძლია.
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ამ დღეს ყველაფრის მოტანა შეუძლია, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ქცევაზე.

იყავით ბედნიერი!

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS