25 დეკემბერი, 2015
6 ფაქტი, რომელსაც ექიმები ჩვილ ბავშვზე არ გეუბნებიან
ბავშვები სიცოცხლის წყაროა. თითქმის ყველა ადამიანი ოცნებობს დედა/მამა გახდეს და უდიდეს ბედნიერებას ეზიაროს. ამბობენ, რომ ქალი მხოლოდ მაშინ ხვდება, რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, როდესაც თავის შვილს აიყვანს ხელში. სტატიაში გთავაზობთ 6 ფაქტს, რომელიც ჩვილებზე უნდა იცოდეთ, მაგრამ ექიმი არ გეუბნებათ:

1. ჩვილები ტირიან, მაგრამ ცხრემლები არ სდით
ბავშვი ცრემლის გამომუშავებას 3 -დან 12 თვემდე იწყებს. მანამდე ჩვილი ცრემლების გარეშე ტირის.
They cry ... but don't shed tears

2. ჩვილს არ აქვს კვირისტავი
კვირისტავი მუხლის თავის ძვალია, რომელიც ჩვილ ბავშვს არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ
მართალია ხრტილები და ძვლები ნაყოფის მუცლადყოფნისას ჩნდება, მაგრამ მხოლოდ დაბადების შემდეგ იზრდება, ყალიბდება და ძლიერდება.
They have no kneecaps
3. ჩვილებს ზრდასრულ ადამიანებზე მეტი ძვალი აქვთ
ზრდასრულ ადამიანს 206 ძვალი აქვს, ჩვილს კი 300. ორი წლის ასაკში ბავშვის ძვლების რაოდენობა მცირდება, რადგან რამდენიმე ძვალი ერთიანდება.
They lactate
4. ჩვილ გოგონებს ფსევდომენსტრუაცია აქვთ
მუცლადყოფნისას გოგონების ორგანიზმში ჰორმონი ესტროგენი გამოიყოფა. როდესაც ჩვილი დედას შორდება და მასთან ჭიპლარით აღარ არის დაკავშირებული, ესტროგენის მაჩვენებელი რადიკალურად ეცემა და ბავშვს სისხლი მოსდის. მედიცინაში ამ პროცესს ფსევდომენსტრუაციას ეძახიან.
They've drunk their own pee
5. საკუთარ შარდს სვამენ
ნაყოფი საშვილოსნოში ზრდა-განვითარებისას შარდის გამოყოფას იწყებს. როგორ გგონიათ, სად მიდის ეს შარდი? ჩვილები საკუთარ შარდს სვამენ. შარდი ამნიონურ სითხეში ერევა. ამნიონური სითხე ღია ფერის ნივთიერებაა, რომელიც ჩვილს დაზიანებისგან იცავს. მეცნიერების ზრით, შარდის სმა ბავშვს ყლაპვის უნარს უვითარებს.

6. ახსოვთ, რა გაასინჯეს მუცლადყოფნისას
ჩვილებს მეხსიერება აქვთ, მათ ახსოვთ დედისა და მამის ხმა. ასევე იმახსოვრებენ იმ საკვების გემოს, რომელსაც ფეხმძიმობისას ხშირად მიირთმევთ. თუ თქვენ ხშირად ჭამთ ალუჩას, დაბადების შემდეგ თქვენს შვილს დიდი ალბათობით მჟავე საჭმელი ეყვარება.
They can remember what they tasted in utero
რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS