1. ჩვილები ტირიან, მაგრამ ცხრემლები არ სდით
ბავშვი ცრემლის გამომუშავებას 3 -დან 12 თვემდე იწყებს. მანამდე ჩვილი ცრემლების გარეშე ტირის.

2. ჩვილს არ აქვს კვირისტავი
კვირისტავი მუხლის თავის ძვალია, რომელიც ჩვილ ბავშვს არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ

3. ჩვილებს ზრდასრულ ადამიანებზე მეტი ძვალი აქვთ
ზრდასრულ ადამიანს 206 ძვალი აქვს, ჩვილს კი 300. ორი წლის ასაკში ბავშვის ძვლების რაოდენობა მცირდება, რადგან რამდენიმე ძვალი ერთიანდება.

4. ჩვილ გოგონებს ფსევდომენსტრუაცია აქვთ
მუცლადყოფნისას გოგონების ორგანიზმში ჰორმონი ესტროგენი გამოიყოფა. როდესაც ჩვილი დედას შორდება და მასთან ჭიპლარით აღარ არის დაკავშირებული, ესტროგენის მაჩვენებელი რადიკალურად ეცემა და ბავშვს სისხლი მოსდის. მედიცინაში ამ პროცესს ფსევდომენსტრუაციას ეძახიან.

5. საკუთარ შარდს სვამენ
ნაყოფი საშვილოსნოში ზრდა-განვითარებისას შარდის გამოყოფას იწყებს. როგორ გგონიათ, სად მიდის ეს შარდი? ჩვილები საკუთარ შარდს სვამენ. შარდი ამნიონურ სითხეში ერევა. ამნიონური სითხე ღია ფერის ნივთიერებაა, რომელიც ჩვილს დაზიანებისგან იცავს. მეცნიერების ზრით, შარდის სმა ბავშვს ყლაპვის უნარს უვითარებს.
6. ახსოვთ, რა გაასინჯეს მუცლადყოფნისას
ჩვილებს მეხსიერება აქვთ, მათ ახსოვთ დედისა და მამის ხმა. ასევე იმახსოვრებენ იმ საკვების გემოს, რომელსაც ფეხმძიმობისას ხშირად მიირთმევთ. თუ თქვენ ხშირად ჭამთ ალუჩას, დაბადების შემდეგ თქვენს შვილს დიდი ალბათობით მჟავე საჭმელი ეყვარება.

რადა მახარაძე