ცნობილია, რომ სისხლის პირველი ჯგუფის მატარებლებს ჯანმრთელობის თვალსაზრისით ძალიან არ გამართლებიათ. მიდრეკილნი არიან წყლულებისკენ, აწუხებთ ფარისებრი ჯირკვალი, ხშირად განიცდიან იოდის ნაკლებობას. სხვებთან შედარებით ყველაზე ხშირად ტანჯავთ ჭარბი წონა.
ხანდახან ეს ადამიანები ჰიპერაქტიულები და ძალიან იმპულსურები არიან.
და მაინც მათ საოცრად გაუმართლათ. გაინტერესებთ რატომ?
საზოგადოებაში დიდ როლს თამაშობენ და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. როგორც წესი, ლიდერული ენერგიის მატარებლები არიან და მობილიზების საოცარი უნარი აქვთ,
იაპონელები, რომლებიც სისხლის ჯგუფს ისეთ დიდი ყურადღებას ანიჭებენ, როგორც ჩვენ ასტროლოგიას, დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ პირველი სიხლის ჯგუფის მატარებლები განსაკუთრებულები არიან.
ხშირად სწორედ მათ ანდობენ ხელმძღვანელობას, რადგან ისინი ყველაზე პასუხისმგებლიანები, ორგანიზებულები და მობილიზებულები არიან. ყველაზე უკეთ შეუძლიათ ლოგიკურად აზროვნება, "მონადირის სიფხიზლე" აქვთ.
ფიზიკური დატვირთვის მიმართ დადებითად ხართ განწყობილი და მის გარეშე სულიერად ეცემით, წონასწორობას კარგავთ და წონაში იმატებთ.
ჯერ კიდევ არ გაგირკვევიათ თქვენი სისხლის ჯგუფი? მაშინ სასწრაფოდ გაიკეთეთ ანალიზი და აუცილებლად გაიგეთ.
პენი ლეინი