25 დეკემბერი, 2015
სტუმრობის ეტიკეტი - ის, რაც სტუმრად მისულს, არ უნდა შეგეშალოთ
სტუმრობისას აუცილებელია გამოიჩინოთ მეტი კულტურა და შესაბამისი წესები გაითვალისწინოთ:

1. ოჯახში სტუმრობისას, აუცილებელი არ არის, იქ მყოფ ყველა ადამიანს ხელი ჩამოართვათ. აუცილებელია, მიესალმოთ ოჯახის უფროსსა და დიასახლისს, დანარჩენებს მხოლოდ ქედი მოუხარეთ.

2.
დაჯდომას ნუ იჩქარებთ, დაელოდეთ ვიდრე შეგიპატიჯებენ, ან თავად დიასახლისი და მასპინძელი დასხდებიან. დაჟინებით ნუ მიაჩერდებით ავეჯს, სურათებს ან სხვა ნივთებს, რაც ოთახშია.

3. ისეთ პირთან საუბრისას, ვინც თქვენი ახლო ნათესავი ან მეგობარი არ არის, უხერხულია ყურადღების მიქცევის მიზნით მუხლზე ან მხარზე ხელი დაადოთ.

4.
თუ კიბეზე ასვლა გიწევთ, მამაკაცი ქალზე ორი საფეხურით ქვევით უნდა იდგეს,
ჩამოსვლისას კი პირიქით, მის წინ.

5.
უზრდელობაა, როცა მოსაუბრეს ზურგს აქცევთ, თუნდაც თქვენს სიახლოვეს მდგომი იყოს ვინმე. თუ სიგარეტს თავად მოსაუბრე არ შემოგთავაზებთ, თქვენ ნუ მოითხოვთ.

6.
როცა შენობაში ქალი შემოდის, მსხდომი მამაკაცები, ფეხზე უნდა წამოდგნენ. სუფრასთან განსახილველად არასასურველი თემებია - პოლიტიკა, რელიგია, ავადმყოფობა.

7. სასურველია ისაუბროთ - ხელოვნებაზე, კულტურაზე, სპორტზე, ახლობლების ღირსებებსა და დამსახურებებზე.

8. უხერხულია, ვინც არ ესწრება, მათზე ცუდად ისაუბროთ და მათი ნაკლოვანებები განიხილოთ, მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი ხართ.

9. სტუმრად მიუღებელია:

მასპინძელს სთხოვოთ იმის მოყოლა, რაც მას არ სურს ან განიხილოთ მათთვის არასასიამოვნო თემები.

მიყენებული ზიანის გამო მას ფული შესთავაზოთ.

დასცინოთ დაპატიჟებულ სტუმრებს, მეგობრებს ან ნათესავებს, დაიკვეხნოთ თქვენი
მიღწევებითა და ავტორიტეტით ან ნათესავების ავტორიტეტებით.

გაჩუმდეთ ან ძალიან ბევრი ისაუბროთ სუფრასთან. ჭამის დამთავრებისთანავე სუფრის დატოვება.

10
. უტაქტო საქციელია მასპინძლის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და ძალიან დიდხანს დარჩენა.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მაია
ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბოლო პუნქტია - წასვლა ხშირად ავიწყდებათ ხოლმე... :)
11:11 / 21-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ინა
და რაა ამაში ახალი?
10:28 / 27-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS