ღმერთი კამა - სიყვარულის სლავი ღმერთია. მის საპატიოდ არსებობს მდინარე სახელად კარმა. "სუტრა" შემდეგნაირად განიმარტება - სლავი წინაპრები ადამიანებს ურჩევდნენ სექსით დაკავებულიყვნენ დილით და არა ღამით, როგორც ახლაა მიღებული. უმჯობესია, დილით, როცა სხეული განტვირთულია და მზის სხივი თავისი ენერგიით დედამიწავს კვებავს.
დამცავი ცეცხლი
აზრი, რომ ქალს ინტიმური სიახლოვით სიამოვნების მიღება შეუძლია, მხოლოდ XX საუკუნეში გასაჯაროვდა. მანამდე კი, ქალი
სლავი წინაპრები ამას მოიხსენიებდნენ, როგორც გამწმენდი ცეცხლი და მეუღლის ინტერესებში შედიოდა, რომ ქალს ორგაზმისთვის აუცილებლად მიეღწია. მიიჩნეოდა, რომ ამ დროს მამაკაცი ქალს აძლევს ყველაფერს - კარგსა თუ ცუდს, ქალი კი მამაკაცის ბოროტ წილს წვავდა. თუ ქალი ვერ განიცდიდა ორგაზმს და დაუკმაყოფილებელი დარჩებოდა, ბოროტება მას გაანადგურებდა - ცვივა თმა, ხასიათი ეცვლება და უფუჭდება.
რა თქმა უნდა, ქალის უფლებები მამაკაცის უფლებებს ვერ უთანაბრდებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქალს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მამაკაცს გააზრებული ჰქონდა, რომ სწორედ ქალი ეხმარება გადარჩენაში, ეხმარება იყოს მსოფლიოს ნაწილი და როგორც იტყვოდნენ, მამაკაცი, მხოლოდ ქალის შეცნობისა და აღიარების შემდეგ შედგება ნამდვილ მამაკაცად.
"კამასუტრა" საჩვენო არ არის
ვინმემ შესაძლოა, იფიქროს, რომ ეროვნული თავისებურებების შესწავლა, უკვე ჩავლილი თემაა და აქ არავითარი განსაკუთრებულობა არ არსებობს. ბევრი ფიქრობს, რომ "ინტიმი, აფრიკაშიც ინტიმია", თუმცა ასე არ არის.
განსხვავება არსებობს არა მხოლოდ ტრადიციებში, არამედ ფიზიოლოგიაშიც. ევროპელების აზრით, ინდური ''კამასუტრა'' სხვა არაფერია, თუ არა ეგზოტიკა. რასაც ისინი აკეთებენ, სექსის დროს, ადამიანების უმრავლესობა ამ ილეთების შესრულებას ვერ შეძლებს. ცდაც კი არ ღირს, რადგან ეს ტრაქტატი მხოლოდ ამ კულტურის წარმომადგენლებზეა გათვლილი და მათ სხვა ფიზიკური მონაცემები აქვთ.
საქმე იმაშია, რომ მათი კუნთოვანი სისტემა ევროპელებისგან განსხვავებით სხვაგვარადაა განვითარებული. შესაბამისად უმჯობესია, შეეგუოთ იმ აზრს, რომ ინდური კამასუტრა ჩვენთვის მხოლოდ ეგზოტიკად დარჩება, და ნუ შეძვრებით სხვის საწოლში, რომელსაც თავისი წესები აქვს.
პენი ლეინი