1. არ სცადოთ ერთმანეთის შეცვლა
საყვარელი ადამიანი მიიღეთ ისეთი, როგორიც არის. მაშინაც კი თუ სახლში შემოსვლისთანავე უმისამართოდ ისვრის ქურთუკს, ფეხსაცმლით დადის საძინებელში, ყოველ ჯერზე კარადიდან ახალ პირსახოცს იღებს, არ ასუფთავებს სააბაზანოს, თავის ადგილას არ აბრუნებს ნივთებს და ა.შ. შეუძლებელია, ბედნიერად იგრძნოთ თავი თუ სიყვარულის გამო კომპრომისზე
2. მოთხოვნას თხოვნის ფორმა მიეცით
თუ გსურთ, რომ რაღაც დაავალოთ, მაგალითად ონკანის შეკეთება ან კოსტუმის დაუთოება, არ დაგავიწყდეთ სიტყვა ,,გთხოვ." მოიშორეთ იმპერატიული ტონი და იყავით მოსიყვარულე. აგრძნობინეთ ცოლს/ქმარს რომ მადლიერი ხართ.
3. ხშირად გაიხსენეთ თქვენს ურთიერთობაში ბედნიერი მომენტები
ცოლ-ქმრობის უარყოფითი მხარის პოვნა ძალიან მარტივია, სჯობს კონცენტრაცია პლუსებზე მოახდინოთ. მას ხომ თქვენი გაცინება შეუძლია? თქვენზე ზრუნავს, რთულ მომენტებში გვერდში გიდგათ, გისმენთ, რჩევას გაძლევთ, არასდროს ავიწყდება თქვენი დაბადების დღე, მის ცხოვრებაში პირველი ადგილი გიკავიათ. ნუ ცდილობთ თქვენი ურთიერთობა იდეალური გახადოთ. სრულყოფილება მომაბეზრებელია.
4. ყოველთვის მხარში დაუდექით
ყველას გვჭირდება საყრდენი, სანამ თქვენს ცოლს/ქმარს თქვენი იმედი ექნება, სიყვარული არ განელდება. მეორე ნახევარს მხარში მხოლოდ ფინანსურად კი არა, მორალურადაც უნდა დაუდგეთ. არ დასცინოთ მის შიშებს, შფოთვა სისუსტეში არ ჩაუთვალოთ, უფლება მიეცით იტიროს და ემოციებისგან განთავისუფლდეს.
5. არ მოდუნდეთ
თუ მოდუნდებით და გაზარმაცდებით ურთიერთობაში კრიზისი დაიწყება. იარეთ პაემნებზე, ერთმანეთი სიურპრიზებით გაახარეთ, ხშირად გაუმეორეთ ცოლს/ქმარს რომ გიყვართ და ძალიან ძვირფასია თქვენთვის.
6. შექმენით ტრადიციები
საჭიროა რიტუალი გაკავშირებდეთ. მაგალითად, ყოველ პარასკევ საღამოს წადით საცეკვაოდ ან შაბათობით ერთად უყურეთ ფილმს, ერთმანეთის გარეშე არ ისადილოთ.
7. არ დაგავიწყდეთ სიყვარულის გამოხატვა
დღეში რამდენჯერმე ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს. მსგავსი ფიზიკური კონტაქტი წყვილებისთვის სექსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
რადა მახარაძე