24 დეკემბერი, 2015
კაცები, რომლებიც ეაკულაციას ადვილად აღწევენ, საუკეთესო ქმრები ხდებიან : 3 დამამტკიცებელი საბუთი
ეაკულაცია ნაადრევია თუ მამაკაცი 1 წუთში ან წუთ-ნახევარში აღწევს ორგაზმს. ამ გადახრის სავარაუდო მიზეზებია: იშვიათი სექსი, წამლები, ანთებითი პროცესები. ორგაზმის სწრაფად მიღწევა შეიძლება, კაცის ჩვეულებრივი, ჯანმრთელი მდგომარეობაც იყოს. ქალებს ჰქოიათ, რომ ასეთ მამაკაცთან ბედნიერები ვერ იქნებიან, რეალობა კი განსხვავებულია. კაცები, რომლებიც ეაკულაციას ადვილად აღწევენ საუკეთესო ქმრები ხდებიან. გთავაზობთ 3 დამამტკიცებელ საბუთს:

1. ძილისთვის მეტი დრო დაგრჩებათ
თუ სექსს მალე დაასრულებთ, ძილისთვისა და ენერგიის აღსადგენად მეტი დრო დაგრჩებათ. ფაქტია, რომ ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში მინიმუმ 8-7 საათი უნდა
ეძინოს. ძილის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზმი მოშლას იწყებს. გიავადდებათ გულსისხლ-ძარღვთა სისტემა, გემართებათ ნევროზი. ძილის ნაკლებობა იწევს ფსიქიკურ აშლილობას, ჰორმონალურ დისბალანსს და აქვეითებს მხედველობას.

2. შვილებს არ გაეღვიძებათ
რაც უფრო დიდხანს გრძელდება სქესობრივი აქტი შვილების გაღვიძების რისკიც იზრდება. უცნაური ხმები ბავშვებში კითხვებს ბადებს, თქვენ კი მათზე პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ. თუ გსურთ, რომ მოზარდს დროზე ადრე არ გაუჩინოთ ეჭვები და ასაკისთვის შეუფერებელი ინტერესი, სექსის დროს სიფრთხილე გმართებთ. მამაკაცი, რომელიც სწრაფად აღწევს ორგაზმს, ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

3. შეგიძლიათ,  დრო იხელთოთ და ხშირად დაკავდეთ სექსით
თუ თავისუფალი 10-15 წუთს იპოვით, თამამად შეგიძლიათ, მოესიყვარულოთ ერთმანეთს. ამ დროს კი პიცა ან რომელიმე სხვა საჭმელი გამზადდება. ექსპერიმენტული სექსის დროსაც ეს კაცი იდეალურ პარტნიორობას გაგიწევთ. გაინტერესებთ საზოგადოებრივ საპირფარეშოში სექსი? მის კაბინეტში? სადარბაზოში? ზღვის ნაპირას? პარკში? ყველაფერი შეგიძლიათ, სცადოთ. მცირეა იმის ალბათობა, რომ გამოგიჭერენ.

ანდრეა ნარიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინიკო 36
კარგით რა, აბა, ქალებს გვკითხეთ :)
00:58 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
პეტუხი ხო არა ხარ...
კაცი ხარ თუ კურდღელი ტო....
15:18 / 24-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS