24 დეკემბერი, 2015
სხეულის 5 ნაწილი, რომელიც არ მოგწონთ, მაგრამ მამაკაცს ძალიან ესექსუალურება
კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები საკუთარ თავს 5-ჯერ უფრო უშნოდ აღიქვამენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. ჩემი სუბიექტური აზრით, ყველა ქალი ლამაზია, მთავარია, კაცს ამ სილამაზის აღქმა შეეძლოს. გუშინ საღამოს მეგობრები შევიკრიბეთ და ქალებზე ვილაპარაკეთ. ძმაკაცებმა სტატიის დაწერა შთამაგონეს. ქალბატონებო, მინდა გესაუბროთ თქვენი სხეულის 5 ნაწილზე, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, კაცებს კი ძალიან ესექსუალურებათ.

1. თვალები
თვალები სულის სარკეა, სწორედ ამიტომ მათში ადვილად ამოვიცნობთ ქალის ტემპერამენტს. თუ მას თვალები უბრწყინავს, სიცოცხლით სავსე ადამიანია, თუ გამომწვევად იმზირება ქალი ვნებიანი და
თავდაჯერებულია, თუ მისი სახიდან სევდა იღვრება - მრავალფეროვანი შინაგანი ბუნება აქვს და ცხოვრებისეული ტრაგედია გადაიტანა. თვალებმა შეიძლება, ძალიან ადვილად აღაგზნოს მამაკაცი, ასევე დააინტრიგოს და დააბნიოს. ასე რომ თვალის ფერი და ფორმა მეორეხარისხოვანია, მთავარია, კაცს მზერით რისკენ უბიძგებთ.

2. ყურები
ყურის საშუალებით მამაკაცი ხმადაბლა გეჩურჩულებათ და თქვენში ინტიმურ სურვილებს აჩენს. ყურები ქალებისა და კაცების ერთ-ერთი ეროგენული ზონაა. მამაკაცს მოსწონს, როცა თქვენს ყურს ეხება, კოცნის.

3. პირი
პირი მეტყველებასთან და გემოს აღქმასთან ასოცირდება. სწორედ პირის მეშვეობით ეფლირტავებით მამაკაცს, იწვევთ ან აგემოვნებთ მის ტუჩებს. თხელტუჩება ქალებს დიდი ბაგები სურთ. თვალი გადაავლეთ თანამედროვე ჰოლივუდის ვარსკვავებს. დღეს ბუნებრივობაა მოდაში. მაგალითად, კირა ნაითლი, მას თხელი ტუჩები აქვს, მაგრამ ულამაზეს ქალად ითვლება. ზოგიერთ ქალს დიდი პირის კომპლექსი უჩნდება, მაშინ როცა ჯულია რობერტსი თითქმის ყველა კაცის საოცნებო ქალია.

4. ხელები
სიყვარულის გამოხატვაში ხელები გვეხმარება. შეიძლება, ქალთან სექსი არ გქონდეს, მაგრამ ხელჩაკიდებულებმა იაროთ და საოცარი სიახლოვე იგრძნოთ. აუცილებელი არ არის, ნატიფი თითები გქონდეთ, მთავარია სად, როგორ და როდის ეხებით კაცს.

5. ფეხები
შეუძლებელია, ამ სიაში ფეხები არ მოხვედრილიყო. ფეხები თითქმის ყველა კაცის სისუსტეა. უნდა გაგაკვირვოთ, ჩვენთვის ლამაზი ფეხი არ ასოცირდება სიგამხდრესთან და სიგრძესთან. მთავარია, რა ფორმისაა ფეხი. არ მოგვწონს დაკუნთული და ასიმეტრიული.

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS