23 დეკემბერი, 2015
რატომ გადაგიცდათ მენსტრუაცია? 5 ახსნა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ორსულობასთან
ქალების დიდ ნაწილს რეპროდუქციული სისტემის პრობლემა აქვს. მენსტრუალური ციკლისთვის განკუთვნილ კალენდარში ყოველი გადაცდენილი დღე ჩვენში შიშს იწვევს. ორსულად ვართ თუ რაიმე სერიოზული დაავადება გვჭირს? სტატიაში გთავაზობთ 5 მიზეზს რის გამოც მენსტრუაცია არეული გაქვთ. მათ არაფერი აქვთ საერთო ფეხმძიმობასთან და მომაკვდინებელ ავადმყოფობასთან.

1. სტრესი
სტრესი მთლიანად ჩვენს ორგანიზმზე აისახება, მათ შორის რეპროდუქციულ სიტემაზეც. სტრესს შეუძლია ჰორმონი GnRH - ს გამომუშავებას ხელი შეუშალოს. სწორედ ამ ჰორმონზეა დამოკიდებული მენსტრუაციის გამოყოფა. მიიღეთ დამამშვიდებლები და კარგად გამოიძინეთ.

2. განრიგის ცვლა
ცხოვრების განრიგის
შეცვლა ბიოლოგიურ საათს გირღვევთ. მაგალითად, თუ წარსულში დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათის ჩათვლით მუშაობდით, დღეს კი ღამის ცვლაში მუშაობთ, ორგანიზმს ახალ რეჟიმთან შეგუება უწევს. ეს ციკლზე უარყოფითად აისახება.

3. გასუქება
წონაში მომატების შემდეგ თქვენს სხეულში ჰორმონალური დისბალანსი იწყება. ჰორმონები მცირე გამაღიზიანებელზეც კი მკვეთრად რეაგირებენ, ზედმეტი კილოგრამები ორგანიზმისთვის ნამდვილი მტერია. წონაში კლება მენსტრუაციას დაგირეგულირებთ.

4. ავადმყოფურად გახდომა
თუ წონაში ძალიან დაიკლებთ და ორგანიზმში საჭირო რაოდენობის ცხიმი არ დარჩება ამენორეა დაგემართებათ. ამენორეას დროს წყდება ციკლი. იგი შეიძლება ანორექსიის ერთ-ერთ სიმპტომადაც მივიჩნიოთ.

5. მენოპაუზის ასაკი
40 წლიდან ორგანიზმი განიშნებთ, რომ მალე კლიმაქსი დაგეწყებათ. მენოპაუზის პერიოდი ყველა ქალის ცხოვრებაში დგება.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS