23 დეკემბერი, 2015
როგორ განიხილავს მსოფლიო ინდურ სერიალებს - ''მათ უყვართ მაყურებლის შოკში ჩაგდება''
მსოფლიოს სერიალებს შორის, ინდურ სერიალებს მოწინავე ადგილი უჭირავს.
მათი პოპულარობა სულ უფრო იზრდება არა მარტო ინდოეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. მათი სერიალები საქართველოშიც პოპულარული გახდა.

ინდური სერიალების აქტიური ეპოქა 2003 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის "ორი ვარსკვლავის" გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ინდოეთში სწორედ ამ სერიალის შემდეგ განვითარდა ეგრეთწოდებული "Soap opera" ჟანრი.

აქ ყველა სერიალს წამყვანი კომპანიები აწარმოებენ.

ინდოეთში სერიალებს სხვადასხვა ენებზე იღებენ, გადაღებების ადგილიდან გამომდინარე - ჰინდი, მარათჰი, კანადა, ტამილური და სხვა.
Rating
სერიალი გამოირჩევა გაუგებარი, დამაბნეველი სიუჟეტით, სიმპათიური
მსახიობებითა და მათი თამაშით, აუცილებელი ელემეტებია ცეკვა და სიმღერა.

რადგან საქმე მსოფლიოში პოპულარულ სერიალებს ეხება - მისტიური ინდოეთიდან, განვიხილავთ კიდევ რამდენიმე ფაქტს.
Rating
ინდურ სერიალში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მომენტია - მთავარი გმირის დაბრუნება და არ აქვს მნიშვნელობა, რა გადახდა წარსულში. ინდოელ რეჟისორებს ამ სცენარის დაგეგმვა და მთავარი გმირის გაცოცხლება ყოველთვის განსაკუთრებულად ეხერხებოდათ.

სერიალში ქალს განსაკუთრებოლი როლი ეკისრება, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ცენტრალური. სულიერად ის ყოველთვის ძლიერი პერსონაჟია და მუდამ მზად არის დასახმარებლად.

ასევე აღსანიშნავია ბედისწერისა და სასჯელის როლი. როცა საქმე მთავარი გმირის უსამართლო განსჯამდე მიდის, ჩნდება ადამიანი, რომელიც ყველაფერს აღიარებს და ყველას ხელს შეუშლის.
Rating
ინდური სიყვარულის დრამები ძირითადად ყველგან ერთგვარია. დასაწყისში გეჩვენებათ, რომ წყვილს შორის დიდი სასიყვარული ქიმიაა, თუმცა აღმოჩნდება, რომ მშობლები და საზოგადოება ამ სიყვარულის წინააღმდეგნი არიან.

ქორწინდებიან არასასურველ ადამიანზე, რაც საბოლოოდ განქორწინებით მთავრდება. ცხოვრება კი შეყვარებულებს თავად შეახვედრებს ერთმანეთს.

თითქმის ყველა სერიალში, დასაწყისში ქალს აუცილებლად უნდა წაუვიდეს გული, რათა მაყურებელი დაეჭვდეს, რომ რაღაც სჭირს - ავადაა ან ფეხმძიმედაა. როგორც ჩანს, გულის წასვლის თემატიკა ინდოელ რეჟისორებს ძალიან იზიდავთ.
Rating
უყვართ ასევე ბოროტების და სიკეთის მოულოდნელი ტრანსფორმაცია. ამის შემდეგ მაყურებელი შოკურ მდგომარეობაშია, რადგან ბოროტება, რომელსაც თავი კეთილად მოჰქონდა, დაფარულ თვისებებს საჯაროდ ამხელს.
Rating
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ინდური სერიალები სავსეა პოზიტივით, ფერადი და ძალიან მხიარულია, ყოველთვის ბედნიერი დასასრული აქვს, როგორც ჩვენს საყვარელ ზღაპრებშია - სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს, სიყვარული კი ყველა ცხოვრებისეულ სირთულეს უმკლავდება.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS