1. მართლა შევეფერებით ერთმანეთს?
როცა კაცი მოგვწონს ხშირად ვხუჭავთ თვალს მის ნაკლზე ან განსხვავებულ შეხედულებებზე. მყარი ოჯახის შექმნისთვის ერთმანეთს 4 საკითხში უნდა შეეწყოთ: ინტელექტში, იუმორში, სექსსა და ცხოვრების რიტმში.
2. უკეთეს ადამიანად მაქცევს?
სიყვარული გვიბიძგებს, რომ უკეთესები გავხდეთ. თუ თქვენ შეყვარებული სწორ გზას გაცდენთ, მორალურ პრინციპებს გირყევთ, გიბიძგებთ ნარკოტიკისკენ ან სასმელიკენ, ცოლად არ უნდა გაჰყვეთ.
3. ვინ
თუ ამ შეკითხვაზე პასუხი არ გაქვთ, დაოჯახებას ძალიან ჩქარობთ. არ შეიძლება, ერთგულება შეჰფიცოთ კაცს, მაშინ როცა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ხართ და საკუთარ თავს კარგად არ იცნობთ.
4. ეს რომანი მართლა მაბედნიერებს?
ადამიანებს ხანდახან იმდენად გვინდა ბედნიერები ვიყოთ, რომ თავს ვიტყუებთ. თუ კაცი შეყვარებულობის პერიოდში ბევრ სანერვიულო მიზეზს გაძლევდათ და თქვენს სიმშვიდეზე არ ზრუნავდა, ქორწინებაში არაფერი გამოსწორდება. პირიქით, მისი საქციელები აუტანლად მოგეჩვენებათ.
5. თავს მახეში გაბმულად ხომ არ ვგრძნობ?
მესაკუთრე კაცები ქალებს აკრძალვებს უწესებენ. დესპოტები შეყვარებულს მიუთითებენ რა არ უნდა ჩაიცვას, სად არ უნდა წავიდეს, ვისთან არ უნდა იმეგობროს, სად არ უნდა იმუშაოს, რა უნდა მოეწონოს ან როდის უნდა ილაპარაკოს. ამ დროს ქალი თავს გალიაში ან მახეში გრძნობს.
6. ჩვენს ურთიერთობაში ბალანსი დაცულია?
ხშირ შემთხვევაში ქალი მეტ კომპრომისზე მიდის, ვიდრე კაცი. თუ თქვენი რჩეული ძალიან ჭირვეული და ჯიუტია, არაფერს გითმობთ და თავი ისე უჭირავს თითქოს მუდამ მართალია, მიატოვეთ. თუ კაცი მეგობრებთან ერთად კლუბში წასვლას გიშლით, თავად კი ყოველ პარასკევ და შაბათ ღამეს იქ ატარებს, გჩაგრავთ. ნუ დარჩებით მსხვერპლის პოზიციაში.
7. ერთად ვერთობით?
ამ კაცთან მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა გაატაროთ. თუ ერთად ვერ ერთობით ყოველი დღე ჯოჯოხეთად გადაიქცევა. ერთად გიჟობა და სისულელეების კეთება უნდა შეგეძლოთ. თუ ცალ-ცალკე უკეთეს დროს ატარებთ, საეჭვოა რომ ბედნიერი ოჯახი შექმნათ.
8. რატომ ვარ ამ კაცთან?
ქალებს მარტოობის გვეშინია, ხშირად სწორედ ამიტომ ვთხოვდებით. თქვენს მეორე ნახევარს პატივს სცემთ? ენდობით? გსურთ, მთელი ცხოვრება მასთან ერთად გაიღვიძო? დაფიქრდით, ამ მამაკაცს შეუძლია, დაგიცვათ, მხარში დაგიდგეთ და კარგი მამა იყოს?
9. მისი დედა ვარ თუ საყვარელი ქალი?
არსებოს კაცების კატეგორია, რომელიც ცოლში დედას ეძებს. მას სურს ქალმა სამზარეულოში იტრიალოს, სახლი დაალაგოს, კაცის პრობლემები მოაგვაროს და ქმრისგან ყველაფერი აიტანოს. გინდათ, თქვენი ქმრისთვის დედად გადაიქცეთ?
10. ჩემს მშობლებს ჩემი არჩევანი მოსწონთ?
ხანდახან სიყვარულით დაბრმავებულები ვართ და მნიშვნელოვან ნიუანსებს ვერ ვხედავთ. ამ წვრილმანებს ჩვენი მშობლები მკაფიოდ აღიქვამენ. ყოველთვის გაითვალისწინეთ დედ-მამის დასაბუთებული აზრი.
რადა მახარაძე